ე.წ. ბელოვეჟის შეთანხმების ორიგინალი დაიკარგა., "კომსომოლსკაია პრავდას: მიერ ჩატარებულმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. "ბელოვეჟის შეთანხმებით", რომელსაც ხელი 1991 წლის 8 დეკემბრის 16 საათსა და 17 წუთზე მოეწერა, საბჭოთა კავშირის დაშლილად გამოცხადდა და მის ნაცვლად შეიქმნა ე.წ. დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა). ბელოვეჟის შეთანხმებას ხელს აწერდნენ რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცოინი, ბელორუსის უმაღლესი სამჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე სტანისლავ შუშკევიჩი და უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი.
"კომსომოლსკაია პრავდა" ცდილობდა მოეძია ამ შეთანხმების ბელორუსულენოვანი ვარიანტი, მაგრამ უშედეგოდ, რის შემდეგ რედაქციას დაუკავშირდა ლეონიდ ალეშკო, რომელიც დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის პროტოკოლკის სექტორის გამგედ მუშაობდა 90-იანი წლების შუა პერიოდამდე.
- თქვენ ბელორუსულენოვან ვარიანტს ეძებდით, იქნებ "ბელოვეჟის შეთანხმების" ორიგინალი მოგეძებნათ, – უთხრა მან ჟურნალისტებს და შემდეგ აუხსნა: - თავის დროზე ბევრი ვეცადე, მაგრამ ამ დოკუმენტს ვერსად მივაგენი. ვეძებე საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთა საბჭოში, შემდეგ მოსკოვში, მაგრამ ყველა ხელებს შლიდა და მხოლოდ ასლს მაჩვენებდა.
რედაქცია დაუკავშირდა დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის იურიდიული განყოფილების უფროსს ვასილი ასტრეიკოს, რომელმაც უპასუხა, რომ მასთან ინახება დამოწმებული აუთენტური ასლი, ორიოგინალის შესახებ კი არაფერი იცის.
დსთ-ს 90-იანი წლების აღმასრულებელი მდივანი ივან კოროტჩენია აცხადებს, რომ მას გადასცეს დოკუმენტის ასლი. – მე ვცდილობდი მომენახა ორიგინალი, - ამბობს კოროტჩენია, მაგრამ ვერც ელცინმა, ვერც შუშკევიჩმა ვერაფერი მითხრეს იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ამ დოკუმენტის ორიგინალი. – გამოიჩინეთ ინიციატივა და შეეცადეთ, რომ მოძებნოთ დოკუმენტი, - უპასუხიათ პრეზიდენტებს. – ამის შემდეგ შევეცადე ამ დოკუმენტთან დაკავშირებით რამე გამეგო ან კოზირევისგან (რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი) ან ბურბულისისგან (რუსეთის ყოფილი სახელმწიფო მდივანი), ან კრავჩენკოსგან (ბელორუსის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), მაგრამ მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე, - ამბობს კოროტჩენია.
"კომსომოლსკაია პრავდა" ამის შემდეგ ცდილობს იმის გარკვევას, თუ ვის აქვს ნანახი ამ დოკუმენტის ორიგინალი, საერთოდ სახელმწიფოთა (რუსეთი, ბელორუსი, უკრაინა) მეთაურებს დოკუმენტი ხელმოსაწერად მიაწოდა სტანისლავ შუშკევიჩის პირველმა თანაშემწემ ლეონიდ კომაროვმა.
შეთანხმების ტექსტი პრეზიდენტებისთვის ხელმოსაწერად უნდა მიეწოდებინა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრ კრავჩენკოს, მაგრამ რატომღაც მთხოვა, რომ ეს მე გამეკეთებინა, - ამბობს კომაროვი. – მე მივაწოდე პრეზიდენტებს ხელშეკრულების ქაღალდი, მაგრამ ჩემს მოვალეობაში არ შედიოდა მათთვის ამ დოკუმენტების გამორთმევა, ჩემი საქმე იყო მისი მიწოდება, - აცხადებს კომაროვი.
- უკანასკნელად ამ დოკუმენტის ორიგინალი მაშინ ვნახე, როდესაც მას ხელი მოვაწერე, - აცხადებს ბელორუსის ყოფილი პრეზიდენტის სტანისლაც შუშკევიჩი.
რედაქციისთვის ბოლო იმედად რჩებოდა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრე კრავჩენკო, მაგრამ ამ უკანასკნელის პასუხმა ჟურნალისტები შეაცბუნა, - უკომენტაროდ! - თქვა ერთადერთი სიტყვა ბელორუსის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბოლოს კრავჩენკოს ჟურნალისტებისთბის უფრო შემაცბუნებელი რამ უთქვამს, - ამ დოკუმენტთან დაკავშირებულია საიდუმლო ისტორია, რომლის შესახებაც მე არ მოგიყვებით, მაგრამ მომავალში ამას წიგნში აღვწერ, - უთქვამს კრავჩენკოს.
ბოლოს რედაქციას კომენტარისთვის მიუმართვას ბელორუსის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, აკადემიკოს ვალერი ტიხინიასთვის, რომელიც აცხადებს, რომ ბელოვეჟის შეთანხმების დედანი უნდა ინახებოდეს ბელორუსში, როგორც მიმღებ ქვეყანაში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ის ჰქონდეს, რომელიმე მონაწილეს (არა ხელისმომწერებს), ვისაც სამსახურებრივად მისთვის ხელი მიუწვდებობდა და ვინც ამგვარი დოკუმენტებით კოლექციონერობს. ეს დოკუმენტი, ვინაიდან იგი რატიფიცირებულია პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აღარ არსებობს, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს, აქედან გამომდინარე ყევლა შედეგით.
შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ დოკუმენტის გაქრობა, ჯერ კიდებ არ ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენას.
P.S.
როგორც ბელორუსის ყოფილმა პრეზიდენტმა სტანისლავ შუშკევიჩმა დღეს განაცხადა, მან "ბელოვეჟის შეთანხმების" დოკუმენტის ორიგინალის დაკარგვის შესახებ მემუარებზე წერის პროცესში შეიტყო. შუშკევიჩის აზრით, დოკუმენტი შესაძლოა, შედგომი გაყიდვის მიზნით სახელმწიფო აპარატის რომელიმე თანამშრომლის მიერ იყოს მოპარული. – ძნელი დასაჯერებელია ამ დონის დოკუმენტის გაყიდვა, მაგრამ ეს ფაქტია, – განაცხადა მან. ამის შესახებ გამოცემა "azglobus.net" წერს.