გასულ წელს საქართველოს საკურორტო რეგიონების ბევრი სარეკლამო კლიპი ვიხილეთ. მათ შორის იყო რაჭის სარეკლამო კლიპიც. მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ რაჭაში, შაორის წყალსაცავის სიახლოვეს, დაგეგმილი იყო რამდენიმე სასტუმროსა და გასართობი ობიექტების აშენება, რაც უამრავ ტურისტს მიიზიდავდა. თუმცა წყალსაცავზე არაფერი აშენებულა, არსებული კოტეჯები კი ამორტიზებულია. სამაგიეროდ, რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ და "ფორმულა პროესკო პროდაქშენმა" გადაიღო სარეკლამო კლიპი რაჭაზე. "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ ერთი კვირის წინ გავრცელებულ დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, რა თანხა დახარჯა კულტურის სამინისტრომ 2012 წელს კულტურულ ღონისძიებებში. წარმოდგენილი დოკუმენტებით, რაჭის სარეკლამო კლიპისთვის სამინისტრომ თანხა ორჯერ გაიღო: ერთხელ - 178 393, მეორედ კი 21. 467 ლარი. მართალია, რაჭაში ერთი სასტუმროც არ აშენებულა, სათხილამურო ტრასაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ გვაქვს კლიპი. რისთვის დაიხარჯა კულტურის სამინისტროს მიერ კლიპის გადასაღებად ორჯერ გამოყოფილი სოლიდური თანხა? - ამ კითხვით "ფორმულა პროესკო პროდაქშენის" ფინანსურ მენეჯერ ზვიად ლორიას მივმართეთ:
- გიდასტურებთ, რომ რაჭის სარეკლამო კლიპის გადასაღებად თანხა ორჯერ გამოიყო. თავდაპირველად, როდესაც შევადგინეთ კლიპის სცენარი და
ბიუჯეტი, გადმოირიცხა შესაბამისი თანხა.
თუმცა გადაღების დასრულების შემდეგ დამკვეთმა, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა გარკვეული კადრების ჩამატება და მეორედ მოგვიხდა გადაღება, ამიტომაც თანხა ხელმეორედ გამოგვეყო.
- რომელი კადრები ჩაგამატებინათ კულტურის სამინისტრომ?
- ზუსტად არ მახსოვს, რომელი კადრები ჩავამატეთ