ამოძვრა და იმავე საღამოს მოგვიშვირა უძარღვო შუბლი «რუსთავი 2»-ის ეთერით გიორგი თარგამაძემ, რომელსაც ისე ზუსტად მოერგო და ისე მყარად მიეწება მეტსახელი, რომ, როგორც იტყვიან, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის «ჰალსტუხიანი ხვლიკი»...
არადა, როგორ მიამიტურად გვეგონა, რომ 1 ოქტომბერს, მეცოცხეებთან ერთად, წლების მანძილზე «ნაციონალების» აშკარა თუ ფარული ხარჭა ოპოზიციური პარტიებიც გავუყენეთ პოლიტიკური საიქიოს გზას, მაგრამ დღეს, «მეოცნებეთა» მმართველობიდან «საკრალური» 100 დღის შემდეგ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ისევ გვიშლიან ნერვებს «ნაცმოძრაობის» ძველი თუ ახალი მექისეები; ისევ გარიტორდნენ ე. წ. კვალიფიციური ოპოზიციონერები...
თუმცა მანამდე სხვა რელიქტებმა ამოიღეს ხმა; ჯერ «ახალი მემარჯვენე» – ძირძველი პოლიტიკური ჩუკენები გამოფხიზლდნენ, შემდეგ დუშეთის მთებიდან გაისმა ქართული დემოკრატიის მოდარაჯე ლეიბ-შალვას წკავწკავი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიღვიძა ჰალსტუხიანმა რეპტილიამ!
თუმცა ეს სამივე «ოპოზიცია» ერთი თვისებით ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს _ სამშობლოზე მზრუნველ რაინდობაზე ერთნაირად აცხადებენ პრეტენზიას და გამოჩენისთანავე სამივეს მზად დახვდათ «რუსთავი 2»-ის თუ «საზმაუს» აშკარად პრონაცური პირდაპირი ეთერები და, სავარაუდოდ, მომავალში, არც «თავისუფალი» ტელევიზიები დასწყვეტენ ამ მხრივ გულს!
მაგრამ მოდით, ყველა-ყველაფერზე _ ცალ-ცალკე და გამოწვილვით...
«ახლები», ანუ «ზოგი კაცი კაცი არის, ზოგი კიდევ _ კაციტაძეო»...
ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც შევარდნაძის პატრონაჟით შეიქმნა. ისინი მაშინაც ვითომ ოპოზიციაში ჩაუდგნენ მამა-მარჩენალს. სინამდვილეში კი წარმატებით კურტიზანობდნენ პოლიტიკაში და შევარდნაძის მყუდრო «კრიშის» ქვეშ შავი დედალივით გაკეთდნენ _ ეს რომ ასე იყო, სხვა რომ არაფერი, «ტეხასმოტრები» და «ალდაგიც» კმარა საბუთად.
«ახლებმა» შეუვსეს «ვარდების რევოლუციის» დღეს ქვორუმი შევარდნაძეს და ის ზღაპრები, რომ იცოდნენ, რა დამანგრეველი ძალა მოდიოდა «ნაცების» სახით, ბებია ელპიტეს მოუყვნენ, რადგან არც მიშასთან იყვნენ უმზრახად _ დათო გამყრელიძე იყო პირველი, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ «ყელში წვდომოდა» და ბოლომდე მოეხრჩო, მორატორიუმი გამოუცხადა მიშას და, ეს რომ «სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან» გააკეთეს, მაგ «პარაშაც» ბებია ელპიტეს აჭამონ!
მორატორიუმის შემდეგაც ფარულად იღვაწეს მიშას ფაშისტური რეჟიმის გამაგრებისთვის _ ჯერ 2009-ში აზვირთებული საპროტესტო აქციებისას ითითლიბაზეს, შემდეგ 2010-ის ადგილობრივი არჩევნები რესპებთან ერთად «ახლებმაც» გაუპრავეს «ნაცებს», ხოლო რვიან-ექვსიანის ცნობილი კლოუნადისას ხომ საერთოდაც ჩამოიხსნეს ნიღაბი, როდესაც მამუკა კაციტაძეს მილიონზე ვაჭრობისას წაასწრეს პალიკო კუბლაშვილთან რესტორანში, რითაც არა მარტო საკუთარი პარტიის, არამედ ოპოზიციის, როგორც ასეთის საქართველოში, საბოლოო დისკრედიტაცია მოახდინეს _ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა, საერთოდ ჩაკვდა. მოსახლეობამ, ერთი ამათი დედებიცო, ერთნაირად შეუკურთხა ოპოზიცია-პოზიციას, რაც იქნება იქნებაო, ხელი ჩაიქნია და ქართველმა საზოგადოებამ ლიტურგიული ძილით მიიძინა...
«მივალ, მივყვები მე ჩემს ფარასა»...
მას მერე, რაც «ერთხელ მაინც» არ ანდეს ლეიბების «ნათელ შვილს» ქვეყანა და ქართველებმა კიდევ ერთხელ გავაწბილეთ შალიკო, იმდენ ხანს არ ჩანდა კი არა, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა პირველი ლეიბორისტისა, რომ ნაღდად ვიფიქრე, ივანიშვილმა, ალბათ, პატარა ფარა უყიდა და მშობლიურ დუშეთში გადის მწყემსობის სტაჟირებას და, თუ ამ გაზაფხულზე დოლიც არ ჩაუვარდება, იქნება საქართველოს მთავარ სარქლობასაც გამოჰკრას ხელი-მეთქი _ იქით პოლიტიკა დაისვენებდა «დაუნ დიქტეიტესგან» და აქეთ მეცხვარეობაც აღორძინდებოდა...
მაგრამ არა, თურმე შალიკო ისევ თავისი დემაგოგიის ფარას მიერეკება, მიერეკება და, რომ იტყვიან, მართლაც გარეკა «რუსთავი 2»-ის მიერ მისთვის ოპოერატიულად «გაჩითულ» ეთერში _ შევარდნაძე რა შუაში იყო ანდა მისი რუსული მითუმეტეს. ედუარდმა, ცეკას მდივანი რომ გახდა, რუსული არ იცოდა, მაგრამ ნიჭიერი იყო და ისწავლა. აი, ივანიშვილი ვერასოდეს ისწავლის რუსულსო!
მართლაც სასაცილოა, რომ «მაია დედუშკა, მოი ბაბუშკას» დონის მორუსულე შალიკო ივანიშვილს რუსულის არცოდნაში ამუნათებდეს _ ვისაც ამ ორი წლის წინ გინახავთ, თუ როგორ «სხლავდა» რუსულად ნათელაშვილი ვიქტორ ტოპალერთან RTVI-ზე, უეჭველად ზურიკელა ვაშალომიძე და რუსულის ზაბლონა მასწავლებელი გაგახსენდებოდათ, მაგრამ ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა განტვირთვისთვის...
სხვაფრივ კი _ ვერაფერი ახალი, ისევ იდიოტური არგუმენტაციით ახსნა იმისა, თუ რატომ სთავაზობდა შალიკო პრემიერობას წინა არჩევნებზე ბიძინას, თუ რატომ დაუთმო, კიდევ უფრო წინა არჩევნებზე, იმჯერად მიშას საკრებულო და ა. შ. მსგავსი სისულელეების ჩამოთვლას აზრი არ აქვს _ ერთადერთი ახალი ის იყო, რომ ამ აბსურდულ გამოსვლას კიდევ ერთხელ «მე ვიწყებ»-ს შედეგად მართლაც მოულოდნელი რამ მოჰყვა _ ლეიბების უმაღლესმა «პარტიერარქებმა»: სოსო შატბერაშვილმა, კახა ძაგანიამ და სხვებმა აღიარეს ერესი, გამოტყდნენ, რომ ლეიბორისტული პარტია წლების მანძილზე სააკაშვილის მეხამრიდობას ეწეოდა. მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს პარტიის რიგები, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, «ლეიბ-მარშალი», ოდენ გიორგი გუგავას «მაღალი ინტელექტის» ამარად დარჩენილი, იხტიბარს არ იტეხს და «ჯერ არნახულ, ჯერ არ გაგონილ» ამბებს გვპირდება...
ხვლიკი, შადიმანა თუ იუდა?
არა, იუდა ნამდვილად არა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ღალატი, ფარისევლობა ჰალსტუხიანი ხვლიკის ბუნებრივი მდგომარეობაა, თარგამაძესთან შედარებით იუდაც კი დადებითი კონტექსტის მატარებელია, რამეთუ ქრისტეს გამყიდველი მიხვდა დანაშაულს და თავი ჩამოიხრჩო!
ამას წინათ ელიავას ბაზრობაზე კაპრონის თოკის ფასი ვიკითხე და 1 მეტრი 87 თეთრი ყოფილა. ჰოდა, უანგაროდ ვკისრულობ, «პრიჟოკში» მეტრ-ნახევარ ხვლიკს რა ზომის თოკიც დასჭირდება, ოღონდ კი იგი მონანიების გზას დაადგეს. თუმცა მეტი არაა ჩემი მტერი, თარგამაძეს ნამუსი აღმოაჩნდეს და მირჩევნია აქვე, ამ წერილში «ჩამოვახრჩო» სააკაშვილისა და «ნაცმოძრაობის» მექისეთა «მოკლე უსტაბაში»!
ვუყურებდი იმ საღამოს შუბლაძის «პოზიციაში» «ოპოზიციის» აღიარებული ფლაგმანის გამოსვლას და ბრაზთან ერთად სირცხვილის გრძნობაც გამიჩნდა, რომ მეც ამ «თუქსუასთან» ერთად, ერთ ქალაქში ვცხოვრობ, ერთი ჰაერით ვსუნთქავ, მეც ქართველი მქვია და მაგასაც...
რამდენი აფურთხეს, რამდენი აგინეს, მას შემდეგ, რაც 2007-ში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა, მაგრამ რაა, როო? ფურთხს იწმენდს, ჟუჟუნა წვიმააო და აგერ ახლაც ახალ მთავრობას სთხოვს 7 ნოემბრის ამბების გამოძიებას, შებღალული ღირსება აღგვიდგინეთ, მე და ჩემს «კამანდასაო». რა უნდა აღუდგინონ, რაც არასოდეს ჰქონიათ?
ბადრი პატარკაციშვილის თხასავით გაყიდვას თავიც რომ დავანებოთ, ქრიატიან-დემოკრატები არ იყვნენ, რომ პარლამენტის ბოიკოტს არა თუ მხარი არ აუბეს, ეს თემა არც კი განიხილეს, ისტერიკა დაირთეს და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შექმნილი ნაჟურნალისტარების პარტია ურცხვად შესრიალდა პარლამენტში, რითიც ლეგიტიმურობა შესძინა სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს!
სამაგიეროდ ამ მართლა «შადიმანამ», ნაცბანდის საერთაშორისო კავშირების მეშვეობით, ხვლიკების პარტიას, მთავარი ოპოზიციისა და «ნაცების» შემდეგ, მნიშვნელობით მეორე პარტიის სახელი დაუგდო დასავლეთში _ ეშტონ-მეშტონები, ბაროზო-მაროზოები ისე არ წავიდოდნენ საქართველოდან, შადიმანასთან რომ არ ეფურშეტათ!..
ისიც კარგად გვახსოვს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, როგორ აიფოფრა დასავლეთი და სწორედ ზემოხსენებული კავშირების წყალობით, ლენჩი სააკაშვილის საპატივცემულო ლანჩზე, როგორ უმშვენებდნენ გვერდებს (დიახ გვერდებს, აქეთ-იქიდან ესხდნენ) მამა-მარჩენალ მიშას ინგლისში დათო (თითლიბაზი) გამყრელიძე და გიორგი (ხვლიკი) თარგამაძე _ ამ «პეიზაჟით» მიშამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, აი, მე, პრეზიდენტი და აგერ ჩემი ოპოზიციაც და ბიძინა ივანიშვილი ვინ მიგდიაო?!
რაღა ბევრი გავაგრძელო, ბატონებო, და სურათი ნათელია _ ფსევდოოპოზიციამ დაკარგული პოზიციების დაბრუნებისთვის ბრძოლა დაიწყო და ეს ამბავი «ნაცების» ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობასთან ერთად უნდა განვიხილოთ _ ხვლიკების, «ახლების», ლეიბების «ოპოზიციაც», «ნაცებთან» ერთად იმუშავებს, პირველ რიგში, «ოცნების» დისკრედიტაციისთვის!
ამას ისიც დაუმატეთ, რომ ვანო მერაბიშვილი არ აპირებს, ბიძინას 4 წელიწადი კიდევ აცალოს და არჩევნების გარეშე ფიქრობენ «ნაცები» ხელისუფლებაში დაბრუნებას. რასთან გვაქვს საქმე, ადვილი მისახვედრია...
რა გამოვა აქედან, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფსევდოოპოზიციისა და «ნაცების» ალიანსი რომ სახეზეა, ამას არ უნდა დიდი მარჩიელობა!
თუმცა ვიმეორებ და იქნება ლეიბ-ახლების საწყენადაც _ ყველაზე «აპასნი» მაინც ხვლიკია, რადგან ყველაფრის მკადრებლობის ნიჭში მასთან ახლოსაც ვერ მივლენ მამუკია თუ შალვა _ ჯერ მარტო ამ ღვთის პირიდან გავარდნილთა პარტიის სახელი ნახეთ: ქრისტიან-დემოკრატები!
იმდენიც მოახერხა თავის დროზე ხვლიკმა, რომ მას შემდეგ, რაც ტელეიმედი მიშასთვის საჭირო დროს დახურა და სანაცვლოდ პოლიტიკური პარტია გაუიმასქნეს, ჩვენს მოხუც პატრიარქს გამშვენებული ჯვარი დასტყუა თავისთვის და ლოცვა-კურთხევა საკუთარი პარტიისთვის _ რა უნდა ექნა მის უწმინდესობას, ქრისტიანებს და ჰამაც დემოკრატებს პატრიარქი უარს როგორ ეტყოდა?!
ჰოდა, ამ «ქუდით» ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება საქართველოს ამომგდებ მიშა სააკაშვილს და მის «ნაციონალურ მოძრაობას» შადიმანა, ჰალსტუხიანი ხვლიკი და იუდა, რომელიც, თუ «ელექტორატი» არ დაეხმარა, თავს არასოდეს მოიკლავს...