მელია თუ ვარშალომიძე? - ნაციონალების და ევროპელების წევრები, შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძის ახალ პარტიაში ვიხილოთ

მელია თუ ვარშალომიძე? - ნაციონალების და ევროპელების წევრები, შესაძლოა, ზურაბ ჯაფარიძის ახალ პარტიაში ვიხილოთ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს, რადგან პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებად სააკაშვილისთვის არცთუ მისაღები ნიკა მელია და მისი სტუდენტობის მეგობარი ლევან ვარშალომიძე გავიდნენ.

For.ge-სთან ანალიტიკსოები ამბობენ, რომ ორივე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში პარტიის შიგნით საკამოდ მძიმე რყევები იქნება, რადგანაც ორივე მათგანს პარტიაში როგორც მომხრეები, ასევე მოწინაღმდეგები ჰყავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ სააკაშვილის ფაქტორია, რადგანაც პარტიაში ახლად მისულ ნიკა მელიას ის დიდად არ წყალობს და მასზე როგორც ლიდერზე ეჭვიანობს. თუკი ის გაიმარჯვებს დიდი შანსია, რომ ვარშალომიძის მომხრეებმა ეს გააპროტესტონ და საერთოდ პარტია ორდაც კი გაიყოს. უკვე არსებობს ხმები იმის შესახებ, რომ პარტიიდან ნაწილი ზურაბ ჯაფარიძესთან გადავიდეს. როგორც ჩანს, ნაციონალების ირგვლივ მოვლენები ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს და სააკაშვილს ეს პარტიის წევრების დაკარგვად დაუჯდეს, ხოლო მელიას გამარჯვებით დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ვინ გახდება თავმჯდომარე, პარტია ყრილობაზე მიიღებს, რომელიც თვის ბოლოს ჩატარდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. რაც შეეხება თავმჯდომარეობის საბოლოო კანდიდატს, ენმ წევრებს და მხარდამჭერებს არჩევანის გაკეთებას ინოვაციურად, ელექტრონული ფორმით სთავაზობს. ამის შემდეგ კანდიდატი ყრილობას წარედგინება და მოხდება მისი ოფიციალურად დამტკიცება.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ ახალი თავმჯდომარე უზრუნველყოფს, რომ პარტიის წევრებს, მხარდამჭერებსა და ლიდერებს შორის იქნება მუდმივი კომუნიკაცია და დაიგეგმება სამომავლო სტრატეგია.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობას ენმ-ს ათიათასობით მხარდამჭერი მიიღებს. უდუმაშვილი აქვე დასძენს, რომ პარტიაში გაზაფხულზე აქციების გამართვის გადაწყვეტილებაც მიიღეს და ეს ნაციონალების ერთ-ერთი სამოქმედო გეგმა იქნება.

გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ახალ თავმჯდომარეს კოორდინაცია უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ადგილობრივ ლიდერთან, არამედ მიხეილ სააკაშვილთანაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადება კი რევოლუციური სცენარის შესახებ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა გახდა. დიდი ალბათობით, თუ ის გაიმარჯვებს, მას ურთიერთობა გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც გაუჭირდება. ტერმინს „რევოლუცია“ უკვე გაემიჯნა პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ბლოკში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელმაც დაწერა, რომ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას უნდა შეეშვან, რადგან რევოლუცია, როგორც ტერმინი, ასევე მოვლენა, გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. იგივე პოზიცია დააფიქსირა „ლელოს“ ლიდერმაც. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიტყვა „რევოლუცია“ ოპოზიციამ ლექსიკონიდან უნდა ამოიღოს.

პოზიცია დააფიქსირა ევროკავშირის ელჩმაც, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სიტყვა „რევოლუცია“ არ ეხმარება მოლაპარაკებების პროცესს და ამას მხარს ვერც ისინი დაუჭერენ.

თემას გამოეხმაურნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც. პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მათი პოლიტიკური მოძრაობა შეთანხმების დაცვის სადარაჯოზე დგას და ნებისმიერი სხვა სცენარი, სადაც საუბარია არეულობაზე და რევოლუციაზე მათთვის მიუღებელია.

„ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ სცენარებზე ლაპარაკს, როგორც მაშველ რგოლზე“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი.

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ კრიზისიდან და ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ კანონიერ და მშვიდობიან პროცესებზე გადის, რაც ახალ არჩევნებს გულისხმობს:

„ნებისმიერი სხვა სცენარი ამ ქვეყნისთვის იქნება დამაზიანებელი“, - აღნიშნა საბა ბუაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, მმართველი გუნდის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკიც ეხმაურება და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინაა ენმ-ში მმართველ პოზიციებზე, ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც მიხეილ სააკაშვილის ექვემდებარება.

„არსებობს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ექვემდებარებიან მიხეილ სააკაშვილს და ამის იქით პრაქტიკულად ყველა თანამდებობა თუ პოლიტიკური პოზიცია არის არარაობა და არაფერს წარმოადგენს არც განხილვის დროს და არც პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობისგან“ ნებისმიერ შემთხვევაში რადიკალიზმია მოსალოდნელი. მისი თქმით, სწორედ ამის წინაპირობაა გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა და მის ადგილას იმ ორი კანდიდატის გასვლა, რომლებიც ამ პარტიაში ყველაზე რადიკალური ქმედებებით და განცხადებებით გამოირჩევიან. აბაშიძე ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება თუ ვარშალომიძე, პარტიაში დაპირისპირება გარდაუვალია. მისი განცხადებით, პარტიაში უკვე საინტერესო პროცესები ვითარდება, რადგან ნიკა მელიას და მიხელ სააკაშვილს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ.

ის ნაციონალებს 2012 წელს შეურთდა და პარტიაში აღზევება საკამოდ სწრაფად მოახერხა. ეს გარემოება კი პარტიაში როგორც სააკაშვილს, ასევე მის უახლოვეს დაჯგუფებას არ მოსწონს. ვარშალომიძე სააკაშვილის სტუდენტობის დროინდელი უახლოესი მეგობარია. ამიტომ მის გვერდით ნიკა მელიას გასვლა უკვე პარტიაში არსებულ მძიმე დაპირისპირებაზე მიუთითებს. ანალიტიკოსის აზრით, თუ ნიკა მელია გავა, მაშინ ვარშალომიძის და სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის მხრიდან დიდი უკმაყოფილება იქნება, ხოლო თუ მელია ვერ გავიდა, მაშინ ამის გამო, შესაძლოა, პარტია ორადაც გაიყოს. აბაშიძე ამბობს, რომ ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ზურაბ ჯაფარიძესთან გადასვლასაც აპირებს. 2021 წლიდან ოპოზიციაში დიდი გადალაგებას ვიხილავთ.

„როგორც მელია, ასევე ვარშალომიძე ჩვენ ვიხილეთ დესტრუქციული შეკრებების ორგანიზატორებად. მელია თბილისში და ვარშალომიძე ბათუმში. ამიტომ რომელმა მათგანმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ორივეს მხრიდან რადიკალური ქმედებებია მოსალოდნელი. შეკითხვები მებადება იმასთან დაკავშირებით, ვარშალომიძესთან, რომელიც სააკაშვილის, ფაქტობრივად, ბავშვობის მეგობარია, ნიკა მელია როგორ გახდა კონკურენტი? მელია 2012 წელს მოვიდა პარტიაში, მაგრამ მისი აღზევება სწრაფად მოხდა, მით უმეტეს ვიცით, რომ მას სააკაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს.

მელია თვლის, რომ უფრო მეტს იმსახურებს დ პარტიისთვის ყველაზე ბევრს აკეთებს. ამიტომაც ამ მოცემულობით უკვე ნათელია, რომ პარტიის შიგნით ძალიან დიდი დაძაბულობაა. ნებისმიერი ამ ორი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. თუ მელიამ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილის თაყვანისმცემლების და მიმდევრების ძალიან დიდ გაღიზიანებას და პროტესტს გამოიწვევს. ხოლო ვარშალომიძის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, პარტია საერთოდაც ორად გაიყოს. არსებობს ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძის ახალ პარტიაში გადავიდნენ როგორც ნაციონალების ასევე ევროპელების ნაწილი. 2021 წელი ოპოზიციაში დიდი გადალაგების წელი იქნება“, - განაცხადა გია აბაშიძემ for.ge-სთან.

მისივე თქმით, რაც შეეხება გაზაფხულზე აქციების და ე.წ. „მშვიდობიანი რევოლუციის“ მოწყობას, ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წამოსული დირექტივაა, რომელსაც, შესაძლოა, პარტიის ნაწილი არც ემხრობოდეს. ამიტომაც ზაალ უდუმაშვილი თუ ვინმე სხვა, როდესაც ამაზე საუბრობს, ისინი მხოლოდ სპიკერები არიან და სააკაშვილის აზრების გამხმოვანებლები. აბაშიძე ფიქრობს, რომ ასეთი რევოლუცია გამორიცხულია, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხადაჭერა არა აქვს, ხოლო ასეთი რევოლუციები მოსახლეობის გარეშე ვერ მოხდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ტელეშანტაჟი და მოწოდებებია, რომელსაც მორიგი ფიასკო ელის. ეს კი პარტიის და მისი წევრების თვითდაზიანებას გამოიწვევს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ნიკა მელია გაიმარჯვებს, ის კრიზისების ფაქტორი გახდება. საყვარელიძე ამბობს, რომ მას მოწმენდილ ცაზე ნებისმიერი აყალმაყალის და პროვოკაციის გამოწვევა შეუძლია, რაც მისავე პარტიას დააზიანებს, მით უმეტეს მისი გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო ბევრ კითხვებს და ნაციონალების მიმართ უნდობლობას გააჩენს. მელიას ბოლოდროინდელი განცხადებები ელჩების მისამართით, არცთუ სახარბიელო იყო, ამიტომ საერთაშორისო ასპარეზზეც პარტიის პროდასავლურობის შესახებ კითხვებს გააჩენს.

„ორივე კანდიდატურა მელიაც და ვარშალომიძეც საკმაოდ რადიკალური ფიგურები არიან, რომლებიც ქუჩის აქციების და დესტაბილიზაციის მოწყობის ინიციატორები ხდებიან ხოლმე. თუმცა ვარშალომიძისგან განსხვავებით მგონია, რომ მელია უფრო ძლიერია ამ მიმართულებით და მას პარტიის შიგნითაც მომხრეები ჰყავს. ვარშალომიძე, სავარაუდოდ, უფრო რადგანაც სააკაშვილის მეგობარია, ამ მიმართულებით გადის, თორემ მელია უფრო ძლიერ ლიდერად გამოიყურება.

თუმცა მელიას გამარჯვება მეტ რადიკალიზმთან იქნება ასოცირებული. ასევე კითხვები დასავლეთსაც გაუჩნდება. მისი მხრიდან ელჩების მისამართით საკმაოდ სკანდალური საყვედურები ვნახეთ. მისი გამარჯვება არის იმ რისკის შემცველი, რომ დესტაბილიზაციის სერიოზული კერები გაჩნდეს. ასევე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პარტნიორ ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობა დაეწყოს. დიპლომატის შეურაცხყოფა იმ ქვეყნის შეურაცხყოფად ითვლება და პასუხსაც ქვეყანას მოსთხოვენ და არა პერსონალურად ნიკა მელიას“, - აცახდებს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ გაზაფხულზე აქციების დაანონსებამ და ე.წ. მშიდობიანმა რევოლუციამ თავად გაერთიანებულ ოპოზიციაშიც უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. ეს შესაძლოა, მათ შორის იმ დონის მძიმე დაპირისპირებად იქცეს, რომ ნაციონალებს ყველა ოპოზიციური პარტია გაემიჯნოს. ამიტომ, ოპოზიციის ძალიან ბევრი ლიდერი მიხვდება, რომ პარლამენტში არ შესვლა მხოლოდ ნაციოანლების ინტერესს ემსახურება და ისინი, უბრალოდ, მათი სურვილების შემსრულებლები არიან.

Aburjga Tasmanieli მაგ პარტიას სამომავლო აქცენტი, ორიენტირი კვლავ ქუჩაზე, არეულობაზე, მეგაფონში ღრიალზე აქვს აღებული, ამიტომ ასახელებენ მელიას და ვარშალომიძეს ტორემ, ყავთ მაგარი მოლაპარაკე, დიდი გამოცდილების სანდომიანი ქალბატონი კრუელა დეკანოიძე, რომელზეც ზედგამოჭრილი იქნებოდა ვაცპარტიის თავმჯდომარეობა. კარგია რომ ამისთვის ტვინი არ ეყოთ!
3 წლის უკან
MCL მე რა ბოროტებაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ გამიკეთა ( რომ უმუშევარი დამტოვა და ასევე სტუდენტის სტატუსიც დამაკარგვინა და ასევე უამრავი სიბინძურე ითითხნება ჩემს წინააღმდეგ ახლა მათ მიერ მართული სამართალდამცავი სტრუქტურების მეშვეობით ), აი მაგისთვის მინდა გითხრათ, რომ გახრწნილი დედების გაზრდილები ხართ ყველანი.
3 წლის უკან