“აშშ-სა და ევროკავშირის დახმარების გარეშე საქართველო ნახევარ წელსაც ვერ გაძლებს” - რა შედეგს მოიტანს დასავლეთის დიპლომატების კრიტიკა

“აშშ-სა და ევროკავშირის დახმარების გარეშე საქართველო ნახევარ წელსაც ვერ გაძლებს” - რა შედეგს მოიტანს დასავლეთის დიპლომატების კრიტიკა

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება უკვე ფასილიტატორ ელჩების კრიტიკის ფონზე გაგრძელდება. გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამერიკის კრიტიკა ახლა ოპოზიციას არაფერში წაადგება და პირიქით, წაგებულ თამაშს თამაშობს.

ძაბირაძე ამბობს, რომ იმის მტკიცება,  თითქოს ამერიკა საბჭოთა კავშირია ისევ ოპოზიციას და ქვეყანას აზიანებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამერიკის და ევროკავშირის დახმარების გარეშე საქართველო ნახევარ წელსაც ვერ გაძლებს და უბრალოდ ყველაფერი თავზე დაგვექცევა, ამიტომაც რას ემსახურება ოპოზიციის ნაწილი ლიდერების განცხადებები გაუგებარია. 

„აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება ოპოზიციისადმი და ზოგადად, პროცესების  მიმართ. ის რასაც ოპოზიცია ამბობს, რომ მთელი მოსახლეობა აღშფოთებულია და არჩევნები გაყალბდა, უფრო მათთვის სასურველია, ვიდრე რეალური. ელჩები ამას კარგად ხედავენ და ოპოზიციის გარდა ისინი ინფორმაციებს სხვა წყარობიდანაც იღებენ. ხელისუფლება მანდატების უმრავლეოსობა პროპორციული არჩევნების ხარჯზე კი არა მაჟორიტარების გამარჯვების ხარჯზე მოპოვა. ამიტომაც, მთლიანად პროპორციული არ უნდოდა.

“როცა ოპოზიცია ამაზე პედალირებას, შეიძლება აქ ქვეყნის შიგნით ვიღაცას ატყუებს, მაგრამ გამოჩნდა რომ დასავლეთს ვერა. ელჩებზე თავდასხმა და კრიტიკა წაგებული თამაშია. მათ შესაძლოა „ოცნება“ ძალიანაც არ მოსწონდეთ, მაგრამ მათ ჩამნაცვლებელ ძალას ვერ ხედავენ. მსგავსი ანალოგიური მოსაზრება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს.

“ამიტომ დასავლეთის კრიტიკა ოპოზიციას არაფერს უშველის. აი ამ თავისი ბოიკოტით ამბობენ, რომ წავლენ რისკეზე და დასავლეთს აიძულებენ, რომ მხარი დაუჭირონ. ეს კი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს და მაშინდელი ხელისუფლების მიდგომას გავს. მაშინაც სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი მხარს დაუჭერდა.  ეს კი არასწორი მიდგომაა. ამით სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ. „ოცნება“ ამ თამაშშიც ჯობნის და დასავლეთის დარწმუნებას იმაში, რომ მართალია ის უფრო ახრეხებს“,-ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

აღმაშფოთებელია, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, როდესაც ილაშქრებ შეერთებული შთატების ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, გერმანიის ელჩზე, ეს არის უბრალოდ დაუშვებელი, – ამის შესახებ პარტი „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„რუსეთი მეტზე კი არაფერზე არ ოცნებობს, უნდა, რომ დასავლეთი იყოს დისკრედიტებული. ხოდა, ასეთი რამ არის დაუშვებელი. ეს პროცესს კი არა, ყველაფერს, ქვეყანას აზიანებს. აგერ, დღეს ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, რომ 70 ათასი გაჭირვებული ოჯახისთვის დახმარება იქნება. ვიცი, რომ აშშ-ის საელჩოში ფიქრობენ, პანდემიის შემდეგ სიღატაკის დაძლევაში როგორ დაგვეხმარონ. ასეთ დროს პარტნიორებზე რომ გამოდიხარ და ასე ილაშქრებ, არ ვიცი რატომ კეთდება ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელჩებთან მიმართებაში ყველა თავდასხმას ვემიჯნები, რადგან ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და არა რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერა, არამედ ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მესმის ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის ქვეშ არიან, მათ ოჯახის წევრების და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, გვერდში დავუდგებით, მაგრამ შეტევა საელჩოებსა და ელჩებზე არ მგონია სწორი პროცესი იყოს ამ შემთხვევაში.

“ეს არის კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს. ცალკეულ პირს თუ ჟურნალისტს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი. მე არ მეგულება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დღეის მდგომარეობით თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე. პოლიტიკოსებს რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით, ყველას შეუძლია, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს მოლაპარაკებების ფასილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.  

რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგაც, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმები სულ უფრო ხშირდება.

„შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური - ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში“, - განაცხადა კობახიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მინიმუმ შექმნილ სიტუაციასტან დაკავშირებით აშშ-ს და  ევროკავშირის ელჩმა განცხადებები უნდა გააკეთოს.

„ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, თუ ვხედავთ, ქვეყანა იმართება ერთპიროვნულად არაფორმალური მმართველის მიერ. ის, რომ დრო და დრო თავისუფალი მედია იდევნება, ადამიანები ტყვეობაში აჰყავთ, შემდეგ გვევაჭრებიან, ეს ყველაფერი თუ არ არის დანახული ნებისმიერი ელჩის მხრიდან, ის მეუბნება, რომ ეს ასე არ ხდება, მემგონი, მე უბრალოდ მაქვს უფლება, არ დავეთანხმო ჩემი ქვეყნის მიმართ ასეთი ელჩის გულწრფელ ქომაგობაში.

ნებისმიერი ელჩი, თუ არ ცდილობს, რომ დასავლური დემოკრატიის ფასეულობები და ღირებულებები დაიცვას, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა იყოს უზრუნველყოფილი, არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს ოლიგარქიული მორევიდან, მაშინ რანაირი მოკავშირე ხარ შენ ჩემი?

რუსეთის საელჩო რომ არსებობდეს ჩვენთან ქვეყანაში და რუსეთის ელჩს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე აწყობდეს თქვას, რომ რა სისულელეა, რა ოლიგარქი, არ ჩატარდა არჩევნები? როგორ არ ჩატარდა, იქ რაღაცა დამკვირვებლებმა ხომ დაწერეს დასკვნა, რომ ნორმალურად ჩატარდა. მაშინ, მაპატიეთ, რა განსხვავებაა? „მაკდონალდსი“ იაროსლავშიც არსებობს, ესენტუკშიც და კისლავოდსკშიც, ყველგან არის. ჩვენ დასავლური ფასეულობები გვინდა განვამტკიცოთ ამ ქვეყანაში და ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ. ნებისმიერი ადამიანი,

“ვინც ამ ყველაფერს ზურგს აქცევს, ვინც არ უნდა იყოს, რა მისიითაც არ უნდა იყოს, მის გულწრფელობაში, ძალიან რბილად ვაფასებ, მე შემაქვს სერიოზული ეჭვები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

13 დეკემბერს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამერიკის ელჩის მისამართით კრიტიკა არ დაიშურა. გვარამია კელი დეგნარს ადანაშაულებს იმაში, რომ ის უკრინაში რეკავდა და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ სააკაშვილი თანამდებობაზე არ დაენიშნათ. ხოლო მისმა მოადგილემ გვარამიას უთხრა, რომ გიორგი რურუა არა თუ პოლიტპატიმარია, არამედ „შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური“. გვარამიამ ამერიკის საელჩო გიორგი გაბუნიასთვის ვიზის არ მიცემის გამოც გააკრიტიკა. მისი თქმით, „მთავარ არხს“ დეგნარის ელჩობის პერიოდში არცერთი პროექტი ამერიკის მხირი საელჩოდან  არ მიუღია. 

"ქალბატონმა დეგნანმა, როგორც უკრაინული წყაროები ადასტურებენ, და ამ დღეებში ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, ქალბატონმა დეგნანმა განახორციელა ზარი ვაშინგტონში და კიევში და კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის არდანიშვნა არც ერ თანამდებობაზე", - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, კელი დეგნანს ამ მოთხოვნის პასუხად უთხრეს, რომ "საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩამჯდარიყო და თავის საქმისთვის მიეხედა". 

გვარამია ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე, სადაც მედიათავისუფლებაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, აშშ-ს საელჩოს მედიასთან ურთიერთობის ატაშემ ქეთრინ შვაიცერმა, "მთავარი არხის" დამფუძნებელს, გიორგი რურუას "შეიარაღებული ბანდის მეთაური" უწოდა.

გვარამიამ შეხვედრა გაიხსენა, რომელიც "ფაბრიკაში" ჩატარდა და სადაც დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა ასეთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა და გიორგი რურუას პირდაპირ ბრალი წაუყენა: "შეხვედრა ეხებოდა მედიათავისუფლებას, სადაც ჩვენ მთავარ პრობლემად დავასახელეთ, ჩვენი დამფუძნებლის ღიად პოლიტიკური დევნა და ღიად იარაღის ჩადებით დაჭერა. ამ ქალბატონმა, სრულიად ხმამაღლა განაცხადა, რომ სირცხვილი რურუას დაჭერა კი არ არის, სირცხვილი ის არის, რომ ის ჩვენი დამფუძნებელია, იმიტომ, რომ თქვენი დამფუძნებელი არის შეიარაღებული ბანდის მეთაური“, - თქვა ნიკა გვარამიამ