„პარლამენტში სხდომათა დარბაზია და მის გარეთ კი ნაგვის ბუნკერები“

„პარლამენტში სხდომათა დარბაზია და მის გარეთ კი ნაგვის ბუნკერები“

მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნის დროს ოპოზიციის ადგილები ცარიელი იყო. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, ისინი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახელესთან შეიკრიბნენ და 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.

პირველი დოკუმენტით ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.

მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით.

მოვლენების ასეთ განვითარებას, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ასე ხსნის - პარლამენტში სხდომათა დარბაზია და მის გარეთ კი ნაგვის ბუნკერები. მისივე თქმით, ოპოზიცია თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი და რუსულ პროპაგანდას ეწევიან.

მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდა, თუმცა გვაქვს ორი მოცემულობა - მმართველი გუნდი პარლამენტში, მის გარეთ კი ოპოზიცია. ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

- პარლამენტის შიგნით არის სხდომთა დარბაზი, მის გარეთ კი ნაგვის ბუნკერებია. 9 პოლიტიკურ პარტიას ქართველმა ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა, ხმა მისცა და თითოეული მათგანი გამარჯვებულია. ცალკე პოლიტიკურმა სუბიექტებმა შიგნით შესვლა და ქვეყნის ურთულეს პირობებში ხვალინდელ დღეზე ზრუნვა არჩიეს. ამ მხარეს არის ევროკავშირი, აშშ და ისინი პარლამენტის პირველი სხდომის დასწრებით ადასტურებენ და მხარს უჭერენ ამომრჩევლის ნებას. ისინი ხელისუფლების გვერდით დგანან. პარლამენტის პირველ სხდომამდე აშშ-ს მხრიდან დაანონსდა საინტერესო შემოთავაზებები. ისაუბრეს იმაზე, რომ კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ამერიკის ხელისუფლება გადახედავს თავის საინვესტიციო შემოთავაზებებსა და გაზრდის თავის ინვესტიციას. 2021 წელს აქტიურად ითანამშრომლებს „აწარმოე საქართველოსთან“. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო უახლოესი აღჭურვილობით გვამარაგებს და ზრუნავს იმაზე, რომ საქართველომ თავდაცვა გააძლიეროს იმ პირობებში, რომ ჩვენი ქვეყანა გარშემორტყმულია რუსული ჯარებით. რუსული ჯარები ასევე მთიან ყარაბაღში დგას, ჩრდილოეთიდან კი ცხინვალშია განთავსებული და ნახევარი აფხაზეთი სამხედროებით ჰყავს ოკუპირებული. ამ პირობებში ყველა მხარდაჭერას გვიცხადებს, გარდა იმ მარგინალური პოლიტიკური პარტიებისა, რომელსაც სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ. ისინი არც ქართულ თამაშს თამაშობენ და არც პროდასავლურ პოზიციებზე დგანან. ისინი საქართველოში ვის ინტერესებს ატარებენ, მარტივი გამოსაცნობია.

როგორ ფიქრობთ ოპოზიცია საბოლოოდ იტყვის მანდატებზე უარს?

- „ქართულ ოცნების“ გარდა, დანარჩენ 8 სუბიექტში გააჩნია, ვინ რა თამაშს თამაშობს და ვის მიმართ რა ვალდებულებები აქვთ. ცალსახად, თემურ ალასანიას, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიასთან მიმართებაში ზოგს სხვა ვალდებულებები და სულ სხვა მიზნები ამოძრავებს, ეს მიზნები არის საქართველოს დასუსტება. ეს არის საბოტაჟი ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. ამ მავნებლების გვერდით ვინც დგას, მათ რა თქმა უნდა, არანაირად არ აწყობთ პარლამენტში შესვლა. მათ აწყობთ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ პარლამენტში შესვლა, სადაც უმრავლესობას ისინი წარმოადგენენ, მაგრამ ქართველმა ხალხმა მათ პირველი დარტყმა 2012 წელს მიაყენა და მეორე დარტყმა კი 2016 წელს. მათი უმრავლესობით ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოუდენელია. მათ აწყობთ დესტრუქცია და ამ დესტრუქციის დამკვეთია რუსეთის სპეცსამსახურების ღვაწლმოსული მუშაკი თემურ ალასანია, თავის დისშვილთან ერთად. მაგრამ, არიან პატარა პარტიებიც, ვისაც მათთან ურთიერთობა არ სურთ და არ უნდათ კრემლის თამაშებში მონაწილობის მიღება. ამიტომ, ისინი ბოლო მომენტამდე აკვირდებიან რასთან ჰქონდათ საქმე. პირველ სხდომას რომ არ დაესწრნენ, ვაპატიოთ. თუნდაც, ალეკო ელისაშვილი, რომელიც იძახის, რომ ის ბოკერია-სააკაშვილი-უგულავას თამაშს არ ითამაშებს. ის ხვალ თუ არა ზეგ, შეუერთდება „ქართულ ოცნებას“. ის ამ ნაბიჯის გადადგმას „გირჩისაგანაც“ ელოდება. ეს პარლამენტი არც და ვერც იქნება ერთპარტიული.

შეგიძლიათ კონკრეტული პოლიტიკოსები დაგვისახელოთ, რომლებიც თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის თამაშებს თამაშობენ?

- ნინო ბურჯანაძე, რომელიც ვლადიმერ პუტინის პირადი მეგობარია. გრიგოლ ვაშაძე - რუსეთის დიპლომატიური სკოლის გაზრდილი. ელენე ხოშტარია, რომელსაც რუსეთის საგარეო დაზვერვის ქვეშ მყოფმა პრიმაკოვმა, საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი დაამთავრებინა. გიგა ბოკერია, რომლის სიდედრიც დღესაც „თელასში“ მუშაობს და მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო, კაგებეს გენერალ-მაიორი სტეპანიანი. მათ სიას რომ გადავხედოთ, 60%-ზე მეტი ასე თუ ისე დაკავშირებულია რუსეთის კრემლის ინტერესებთან, ან რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამიტომ, მათ აუცილებლად რევოლუციური სცენარის განვითარება სჭირდებათ და არა ცივილიზებულად ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა.

თქვენს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები პირიქით, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ რუსეთთან ურთიერთობაში...

- ამაშია მათი ყველაზე დიდი მზრაკვრობა. ჩვენ იმათ კი არ უნდა ვუჯერებდეთ და გვჯეროდეს, ისინი რას იძახიან. ჩვენ თითოეულ მათგანს იმ რეალურ ნაბიჯებით და ქმედებებით უნდა ვაფასებდეთ, რასაც ახორციელებენ. ქმედებებით ისინი ახორციელებენ კრემლის თამაშებს. თამაშობდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და აგრძელებენ 8 წელია, რაც ოპოზიციაში არიან. მათი ხელისუფლების პერიოდში საქართველო დააქუცმაცეს. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ოფიციალურად შემოიყვანეს რუსის ჯარი.

როგორ წარმოგიდგენიათ ახალი პარლამენტის მუშაობა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე?

- მთელი რიგი საკითხებია, რომელთა გადაჭრას ზოგჯერ 76 ხმა სჭირდება, ზოგჯერ ცოტა მეტი. შემდგომ სხდომებზე აუცილებლად შეუერთდებიან დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები. ვფიქრობ, რომ 100 კაცამდე ავლენ. კი ბატონო, არსებობს რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც 113 ხმა სჭირდება და ვერ მიიღებენ, თუკი ქუჩაში მყოფი სუიექტები არ იქნებიან, ამიტომ მოგვიწევს იმ მოცემულობაში მუშაობის გაგრძელება, რომ შემოვიფარგლოთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებსაც პარლამენტის ეს შემადგენლობა ეყოფა და მიიღებს კანონებს.

დღევანდელი საპარლამენტო ვითარება ქვეყნის იმიჯზე როგორ იმოქმედებს?

- არანაირად არ დააზარალებს. საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა მხოლოდ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. ის კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს, სავსებით აკმაყოფილებს, როგორც საქართველოს მოთხოვნილებას, ასევე თავის დროზე საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც არის შეთანხმებული. ამ კონსტიტუციის ფონზე, პარლამენტში ოპოზიციის არც ერთი წევრი რომ არ შევიდეს, ხელისუფლებას ხელში იმდენი ბერკეტი უჭირავს, რომ საჭირბოროტო საკითხებზე უპრობლემოდ იმუშავებს. პირიქით, უფრო კომფორტულად იმუშავებს, რადგან პარლამენტში არ ეყოლებათ მუდმივ საბოტაჟზე მყოფი ოპოზიცია.

maia dadia პრიმაკოვი დაზვერვის ქვეშ კი არა,ზემოთ იყო! ის СВР(Служба Внешней Разведки) РФ -რუსეთის დაზვერვის შეფი იყო,იყო აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრი.
3 წლის უკან
maia dadia გეთანხმებით ბატონო დავით
3 წლის უკან