„თუკი სასამართლო რეფორმაში დარწმუნებული ვიქნები, პარალამენტში შესვლაზე კი არა, „ოცნებაში“ შესვლაზეც კი ვიფიქრებ“

„თუკი სასამართლო რეფორმაში დარწმუნებული ვიქნები, პარალამენტში შესვლაზე კი არა, „ოცნებაში“ შესვლაზეც კი ვიფიქრებ“

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ოპოზიციის ლიდერების ნაწილი იმაზე ალაპარაკდა, რომ შესაძლოა გაჩნდეს თემები, რომელიც ორივე მხარეს კონსენსუსამდე მიიყვანს. ასეთი კი სასამართლო სისტემის რეფორმა და პარალამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება. ახლა მათი აზრით, ჯერი ხელისუფლებაზეა, რომელიც მესამე რაუნდზე კონკრეტული წინადადებებით უნდა მივიდეს. სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ელჩების მეშვეობით ოპოზიციას ინდივიდუალური შეხვედრების დროს ის მონახაზი აჩვენა, რაზეც შესაძლოა ის წავიდეს. თუმცა, რა დათმობებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტი ერთია - ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ აპირებს, მაგრამ ირწმუნება, რომ გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს და არ არის გამორიცხული, პარტიების ნაწილთან შეთანხმდეს კიდეც. როგორც ჩანს, „ოცნებას“ აქვს უკვე ინფორრმაცია, რომელი პარტიები შეიძლება კონკრეტულ წინადადებებზე წამოვიდნენ. მაგალითად, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ არ მალავენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების შემთხვევაში, ისინი პარლამენტში შევლენ. თუმცა ამ დაპირების გარანტორები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები უნდა იყვნენ.

„ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვან ეტაპზეა და იმედი გვაქვს, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც პარლამენტში შესვლისთვის მხარდაჭერა მოიპოვეს, ამ შესაძლებლობას სათანადოდ შეაფასებენ“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, შეთანხმებასთან ყველანი ახლოს არიან, „თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში“.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრის დროს, „ოცნების“ რაღაც მონახაზი გააცნეს და ცუდი არ იყო. მისი თქმით, არავის არ უნდა გაუჩნდეს მოსაზრება, თითქოს ისინი ვინმესთან რამე თანამდებობებზე ვაჭრობენ. ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა კონტურები გამოიკვეთა და აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის სერიოზულად ემზადება და ის აუცილებლად შედგება.

„რა ინფირმაციაც მაქვს და რაც ვიცი, „ოცნებისგან“ სერიოზული მზადება არის და მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დეტალებს ვერ გავთქვამ, მაგრამ ცუდი შემოთავაზებები რომ არაა ვნახე და ელჩებმა გარკვეული მონახაზი გვაჩვენეს.

ჩვენც ელჩებთან იმდენად გულახდილად ვისაუბრეთ, რომ მათ დამატებით კითხვები აღარ გასჩენიათ. უბრალოდ, ვუხსნიდით რას დავთანხმდებით და რას არა. თუ არ დავთანხმდებით ამის მიზეზებსაც განვმარტავდით. სხვებს, ვის რა უთხრეს, არ ვიცი. ან მეორედ ნაციონალები რატომ დაიბარეს, ვერც მაგას გეტყვით.

რახ შეეხება თალაკვაძის ნათქვამს, რომ დესტრუქციული ძალები უნდა დარჩეს გარეთ, ვერ გეტყვით, ვის გულისხმობს. მეორე რაუნდზე ყველას მწყობრი მოთხოვნები გვქონდა. მხოლოდ დაფინანსების საკითხზეა აზრთა სხვადასხვაობა. დანარჩენი ელჩებს ვინ რას ელაპარაკება პირისპირ, არ ვიცი. დესტრუქცია თუ ვინმეს უნდა და რევოლუცია, ჩვენი პარტია ამის წინააღმდეგი იქნება. ამიტომ, არ ვიცი, ვის გულისხმობს თალაკვაძე. რაც აქვს დასათმობი ხელისუფლებას, დროზე დათმოს, ფეხს ნუღარ ითრევს“, - ამბობს ელისაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ცუდი იქნება, თუკი „ოცნება“ იქედმაღლებს და პირველ სხდომას ისე ჩაატარებს, რომ მხოლოდ თავად იქნებიან. მისი აზრით, ეს მოლაპარაკებებს დააზიანებს და შესაძლოა, აღარც გაგრძელდეს.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი for.ge-სთან ამბობს, რომ მართლმსაჯულების რეალური რეფორმის გარანტია თუ იქნებოდა, „გირჩი“ საკანონმდებლო ორგანოში სხვა წინაპირობების გარეშე შევიდოდა.

ხვიჩია ამბობს, რომ ეს მართლმსაჯულების რეფორმა მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მთავარი პოლიტიკური მიზანია. ამიტომაც მას რომ სჯეროდეს, ის შესრულდება, პარლამენტში შესვლაზე კი არა, თუ ენდომებათ „ქართულ ოცნებაში“ შესვლაზეც კი იფიქრებს.

„მიმდინარე მოლაპარაკებები, ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან შეფერხებულია, რადგან მათი პასუხი ჭიანურდება. ამ მოლაპარაკებებზე კონსენსუსის საგანი უნდა იყოს ძალაუფლების დათმობა. ვფიქრობ, სასამართლო სისტემის რეფორმა უკვე ძალაუფლებისკენ გადადგმული წინაპირობაა. თუმცა, არ მჯერა, რომ ხელისუფლება ამაზე წავა. ამის შესახებ მხოლოდ ოპოზიცია საუბრობს და რეალურად, ხელისუფლების მხრიდან ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, თუკი ამის შესრულებაში დარწმუნებული ვიქნები, პარალამენტში შესვლაზე კი არა, რომ მითხრან არ შეხვიდეო, იმაზეც დავთანხმდები, საერთოდ, „ოცნებაში“ შესვლაზეც კი ვიფიქრებ. შესაძლოა, ამის გარანტორები ჩვენი ელჩები იყვნენ, სამწუხაროდ, „ოცნებას“ საჯაროდ დადებული პირობის უკან წაღება ახასიათებს. ამიტომაც, ბევრი რამე შეიძლება გამოსავლის სახით მოძიებული იყოს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ახლა მოლაპარაკების მესამე რაუნდს აქვს“, - ამბობს ხვიჩია for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებაა ქართულ სახელმწიფოზე პასუხისმგებელი, თუმცა ახლა ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ორივე მხარე წითელი ხაზების დეკლარირებას ახდენს და ამის გამო ჩიხი იქმნება. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ოპოზიცია ვერ გააკეთებს იმას, რომ პარლამენტში ყველაფერზე უარი თქვას და ისე შევიდეს, რადგანაც ეს სუიციდი იქნება.

„პირველ რიგში, ოპოზიციამ რეალობა უნდა გაათვითცნობიეროს. ახლა ისეთი სიტუაციაა ქვეყანაში, რომ პოლიტიკური კრიზისის გადალახვის საშუალება არაა. არც ერთი მხარე კომპრომისზე არ მიდის. ამიტომაც, სოციალურ-ეკონომიკურ, პანდემიის და პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, კიდევ დამატებით გარე საფრთხეებიც შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ, ოპიზიციამ უნდა თქვას, რომ არ ვაღიარებ არჩევნებს, მაგრამ დეფაქტოდ ქვეყანაში წარმოქმნილი საფრთხეების გამო აღიარებს და პარლამენტში შემდეგი პირობით შედის - იწყებს საგამიძიებო კომისიის შექმნას, სადაც ჟვანიას და ყველას დაკითხვა მოხდება. გაყალბებულ ხელმოწერებზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყება. ხელისუფლებამ კი უნდა თქვას, რომ თუ ეს კომისია დადებს დასკვნას, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. ასევე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდეს“,-აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამით ოპოზიცია ამომრჩეველს სახელმწიფოებრივ აზროვნებას აჩვენებს. მათ აუხსნის, რომ რთული ზამთარია, პანდემიაა, ეკონომიკური გაჭირვებაა და იძულებულია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. ხუხაშვილი ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება დაპირებას არ შესრულებს, ეს ზამთარი გადააგორონ და ქუჩაში გაზაფხულზე გამოვიდნენ. ხოლო ამით საერთაშორისო პარტნიორებიც დაინახავენ, ვინ მართალია და ვინ მტყუანი.

 

MCL ვაჰ, ალექსეი, როგორი მონდომებული ხარ :) იცი, მე ძალიან მჯეროდა, რომ შენ წესიერი ადამიანი იყავი, მაგრამ ახლა აღარ მჯერა. ნაცისტებთან ერთად დადგომა ეს არის ბოროტება. შენ შეგეძლო, რომ სხვანაირად გაგეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ არ გააკეთე, იმიტომ რომ თავიდანვე ნაცისტების დავერბოვკებული იყავი.
სწორედ მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას საერთო ბოიფრენდმა გამაგდო სამსახურიდან (სხვათა შორის, სახელმწიფო სტრუქტურიდან) ცოტა ხნის წინ. მაგრამ მე რომ ხმა ამოვიღო და ვიჩივლო სასამართლოში, გამოვარდებით შენ და შენნაირები და იტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას საერთო ბოიფრენდს ვჩაგრავ თურმე.
უი შე ჩმორო შენა :)
3 წლის უკან