ინდოეთში, ქალაქ ჰაიდარაბადში მცხოვრებმა 14 წლის მოზარდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შესახებ Newsflare იუწყება.
აგსტია ჯაისვალი ჰაიდარაბადში ოსმანთა უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების განხრით მიიღო. ის აცხადებს, რომ პირველი სტუდენტია, რომელმაც ამის გაკეთება 14 წლის ასაკში შეძლო.
ჯაისვალს სხვა უნარებიც აქვს, კერძოდ კარგად თამაშობს ტენისს და ორივე ხელით წერს.
მანამდე 2019 წელს აშშ-ში მაგისტრის ხარისხი 14 წლის კელტინ კოსტისმა მოიპოვა. მან განათლება შტატ ნებრასკაში ბელვიუს უნივერსიტეტში მიიღო. ის ვებ-ტექნოლოგია, შემდეგ კი სამაგისტრო ნაშრომი საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით დაიცვა.