რას შეეწირა ოპერის მმართველის თანამდებობა?

რას შეეწირა ოპერის მმართველის თანამდებობა?

როგორც ცნობილი გახდა დავით საყვარელიძე ოპერის მმართველის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.. ოფიციალურ მიზეზად კულტურის სამინისტრომ ოპერის განვითარების მიმართ განსხვავებული ხედვა დაასახელა... თუმცა განსხვავებული ვერსია გავრცელდა არაოფიციალურ წყაროებში - დავით საყვარელიძეს იმედი ჰქონდა რომ ვერავინ შეეხებოდა, მაგრამ ამჯერად ცოლისძმამ ("ზარალა" იგივე გიორგი რამიშვილი) ვეღარ გადაარჩინა, რადგან რუსთაველის თეატრის მმართველის -ზალიკო ჩიქობავას მოხსნა დადგა დღის წესრიგში და "ზემოთ" ამჯობინეს ერთი ხელის მოსმით მმართველის თანამდებობები საერთოდ გაეუქმებინათ... უკვე დადის ხმები რომ შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუხდეს თბილისი ოპერის მუსიკალურ ხელმძღვანელს - ჯანლუკა მარჩიანოს(რომელსაც, სიტყვისთვის, საკმაოდ სოლიდური ხელფასი აქვს) და მის ნაცვლად დაინიშნოს უცხოეთში წარმატებულად მოღვაწე ქართველი დირიჟორი გიორგი ჟორდანია.. დავით საყვარელიძის თანამდებობიდან განთავისუფლებას პროტესტი მოჰყვა ოპერის ამჟამინდელი დასიდან, თუმცა სამართლიანობის გულისთვის უნდა აღინიშნოს რომ ოპერის აწ უკვე ყოფილ მმართველს მომხრეებიც ბლომად ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც...

დავით საყვარელიძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა მოინდომა უცხოეთში მოღვაწე, ცნობილმა ქართველმა ტენორმა - გია ონიანმა, რომელიც ხორვატიიდან გვესაუბრა.

გია ონიანი, ტენორი:

- ქართული ოპერის ბედი არ უნდა გადაწყდეს ვიღაცის სიმპათია-ანტიპათიის ხარჯზე... დავით საყვარელიძე იდეალური დირექტორი იყო, რომელიც თანაბრად ერკვეოდა როგორც მუსიკაში, ისე რეჟისურაში, მარკეტინგში... შესანიშნავი პიროვნებაა და ოპერისთვის თავგადაკლული ადამიანი... არ შეიძლება ამის დაუნახაობა და ასობით ადამიანის აზრის უგულებელყოფა. ვიცით რომ მუდმივი არაფერია, მაგრამ ასე დაუფასებლად თანადებობიდან განთავისუფლებას ნამდვილად არ იმსახურებს.. შორიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მაგრამ მე მომსწრე ვარ რა პირობებში უწევდა დადგმების განხორციელება. მაშინ, როდესაც თეატრს სადადგმო ბიუჯეტი არ ჰქონდა, პირადად იღებდა ვალებს და ისე დგამდა ოპერებს... `აიდას~ დადგმაზე 15000 დოლარი ისესხა და ისე დადგა სპექტაკლი. კრიტიკა კარგი ვიცით ქართველებმა, მაგრამ ფრანკო ძეფირელიც ვერ დადგამდა მასეთსაც კი 15000 დოლარად, რაც დათო საყვარელიძემ დადგა. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ -აქვს კი აზრი, ვინმე გაითვალისწინებს?.. ჩვენ ხომ ვართ ერი გაძლიერებული ცუდის დანახვის ფობიით...

- არ თვლით რომ თბილისის ოპერას განახლება სჭირდება?
- თუ განახლება უნდათ სადადგმო ბიუჯეტი უნდა დაუმატონ. ოპერა შექმნის დღიდან დოტაციური ხელოვნების დარგია, რომელიც ყოველთვის მეფეთა, იმპერატორთა და დიდებულთა ხარჯებით ინახებოდა... ლა სკალა რომ ლა სკალაა, ისიც კი არ არის მომგებიანი. ამიტომ ოპერას სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება და შედეგიც არ დააყოვნებს. ამის უდიდესი პოტენციალი გვაქვს მუსიკოსების მხრიდან. სხვა შემთხვევაში ხელოვანთა გადინება გარდაუვალია და დონეზე აისახება... შემდეგ ყველაფერის თავიდან დაწყება ორმაგი დაჯდება.

- არაერთი ხელოვანი ამბობს, დავით საყვარელიძემ დასი შემოხიზნული ხალხით გაავსოო... კარგი დასი ჰყავს დღეს თბილისის ოპერას?
- ენას ძვალი არ აქვს... რას ჰქვია შემოხიზნული?!.. ყველა წამყვანი მომღერალი ვერ იქნება. მეორე და მესამეხარისხოვანი მომღერლებიც ისევე საჭიროა როგორც პირველხარისხოვანი....ყველას თავისი შესაბამისი როლი აქვს... ამას ოპერაში გაუთვითცნობიერებელი და ჩაუხედავი ადამიანები თუ იტყვიან. მე უფრო იაფფასიანი ანგარიშსწორების სუნი მცემს.

- რა ანგარიშსწორება.. ისე ობიექტურად რომ ვთქვათ... თქვენ მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე მღერით და მოგწონთ დღევანდელი თბილისის ოპერის დონე?
- არ ვიცი... უამრავი ვიღაცის ინტერესები შეეჯახა ეტყობა... სანამ ოპერა რემონტდება, დონეზე ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია... მუსიკოსებიც ფანტასტიკური გვყავს. მთავარია თეატრი დროზე უნდა გაიხსნას. საკონცერტო შესრულებები დონეს ნამდვილად ვერ აწევს.

-რამდენიმე წლის წინ სრულიად უსაფუძვლოდ გაუშვეს ოპერიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი -ზაზა აზმაიფარაშვილი, მისი მოადგილე გოგი ჭიჭინაძე და ასე შემდეგ...
- ვიცი რომ ორივე მათგანი შესანიშნავი დირიჟორები არიან... უამრავი დირიჟორი მყოლია ჩემი კარიერის მანძილზე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უმაღლესი დონის დირიჟორები გვყავს საქართველოში. ადამიანების შეცვლით ოპერის დონე ვერ შეიცვლება. თუ სადადგმო ფული არ გამოყვეს, სიტუაცია ვერ შეიცვლება.

ოპერაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება საოპერო რეჟისორი ზაზა აგლაძეც:

ზაზა აგლაძე:

- დავით საყვარელიძეს პირადად ვიცნობ. სამწუხაროდ მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გახიზვნაში. არ ვაწყობდი როგორც კონკურენტი და ოპერის თეატრიდან, (სადაც სპექტაკლებს ვდგამდი) თავიდან მომიშორა მეორე ბოღმა - ზაზა აზმაიფარაშვილის ხელით.

- მიზეზი რა იყო?
- ძალიან პრიმიტიული მიზეზი იყო, ზაზა აზმაიფარაშვილმა გამომიცხადა, რომ არ გვჭირდება პროფესიონალი საოპერო რეჯისორიო.. ჩემს განთავისუფლებას კი ხელი დავით საკვარელიძემ მოაწერა.

- თქვენი მხრიდან ამას რა რეაქცია მოჰყვა?
- როგორც შემეძლო ვიბრძოლე.. იურისტები ჩავრთე, მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი, ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს, ანუ გამაგდეს... მთელი მუსიკალური სამყარო კარგად მიცნობს... თავს არ ვიქებ, მაგრამ ფაქტიურად და იურიდიულად დღესდღეობით ერთადერთი საოპერო რეჟისორი ვარ საქართველოში. არავის არ ვაკნინებ, უბრალოდ მე საოპერო რეჟისორი ვარ განათლებით. ოპერიდან გაგდების შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში, საოპერო სტუდიაში დადგმული მაქვს საოპერო სპექტაკლები-ჩიმაროზას, ორფის, ჩაიკოვსკის, თაქთაქიშვილის საოპერო ქმნილებები.. ჩემს მიერ დადგმული `ევგენი ონეგინი~ პატრიარქმა დალოცა. ოპერას ვერ ვუღალატე და ამიტომაც დამპატიჟეს თურქეთში. სხვა გზა არ მქონდა, ბედს შევეგუე და გავხდი ხიზანი, იმიტომ რომ დავით საყვარელიძეს ასე მოუნდა. ოპერაში ამ დროს დავიტ საყვარელიძეს დარჩა ასპარეზი. მის უნიჭო შემოქმედებაზე აღარ ვილაპარაკებ, ერთს დავძენ მხოლოდ, რომ ანგარების მიზნით მოიძია მასავით უნიჭო, უცხოელი რეჟისორი და დაადგმევინა ოთარ თაქთაქიშვილის `მინდია~..

- ოპერაში ყოველთვის უსახსრობას უჩიოდნენ..
- ამ წლებში ოპერას მგონი მილიონობით ლარი ჰქონდა ბიუჯეტი, (შეგიძლიათ გადაამოწმოთ), არაფერი სამილიონო არ გაკეთებულა, ბალეტით და ნინოს სახელით გადიოდა ფონს.. ვადაგასული გასტროლიორები ჩამოჰყავდა.. ნიჭიერი ახალგაზრდობა შემოქმედებითად ჩაკლა. ადმინისტრაციას მაღალი ხელფასები დაუნიშნა, სოლისტებს და მუსიკოსებს, რომ გაჩუმებულიყვნენ 200 ლარი მოუმატა. იმ საწყალ ხალხს მანამდე 50-70 ლარი ჰქონდათ და გაჩუმდებოდნენ აბა რა იქნებოდა?! - თუ არადა გააგდებდ. ანუ სრული დიქტატურა ჩამოაყალიბა. კიდევ ერთი თვისება ჰქონდა. ფულს ასესხებდა სპეციალურად, ,რომ ის კაცი მასზე დამოკიდებული ყოფილიყო.. ანუ ათასი სისაძაგლე.. ოპერას ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტი. ხელფასების ნაწილს ბიძინა ივანიშვილი იხდიდა.