ვარდან სედრაქიანი: ქართველები ჭკუით უნდა იყვნენ, მათ არ აქვთ ის წონა, რომ მოკარნახის პოზიციიდან ისაუბრონ.

ვარდან სედრაქიანი: ქართველები ჭკუით უნდა იყვნენ, მათ არ აქვთ ის წონა, რომ მოკარნახის პოზიციიდან ისაუბრონ.

სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვარდან სედრაქიანის ინტერვიუ "IA რეგნუმ"-თან (ქვეყნდება შემოკლებული სახით):

- ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი მოთხოვნა, მსოფლიომ აღიაროს არცახის (ყარაბაღის) დამოუკიდებლობა, სამართლიანია. ასეთ შემთხვევაში, სამართლიანია თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოთხოვნა, არ იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში? ისინი ხომ, როგორც ჩვენ, სტალინის გადაწყვეტილების მსხვერპლნი გახდნენ და საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდნენ მოქცეული. ასე რომ, ისმის კითხვა: რატომ არ აღიარებს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, რომელიც ყარაბაღის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური იყო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას? ამის ნაცვლად იგი 2008 წლის სექტემბერში, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, ჩადის თბილისში და აცხადებს, რომ სომხეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით თუ აზერბაიჯანთან ომის შემთხვევაში, რუსეთმა, რომელიც ჩვენი მოკავშირეა, ანალოგიური პოზიცია დაიკავა? ვიტყვით, რომ რუსეთი უსამართლოა, რომ მისთვის ნავთობი უფრო ფასობს, ვიდრე მეგობრობა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი პრეზიდენტიც უსამართლოა, რადგან მან პოსტი 2008 წლის მარტის დახვრეტების შედეგად დაიკავა. შესაბამისად, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის "ჯვაროსნებს", აშშ-სა და ევროპას არ უნდა ეღიარებინათ პრეზიდენტი, რომელიც ძალაუფლებისათვის ასეთი მეთოდებით იბრძოდა. მათ კი ეს მაინც გააკეთეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობდა წინაპირობა (რომელსაც სარქსიანი დაეთანხმა), რომ არჩეულ პრეზიდენტს დასავლეთის თამაში ეთამაშა. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა სარქისიანმა, რომ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

- რეგნუმი: გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ აპირებთ აღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თქვენი აზრით, არ გაამწვავებს ასეთი გადაწყვეტილება სომხეთის და საქართველოს ურთიერთობებს? იქნება თუ არა ერევნის ასეთი ნაბიჯი საზიანო ისედაც რთული ვითარების მქონე რეგიონში, სადაც გარე სამყაროსთან მთავარ დამაკავშირებელ რგოლად საქართველო გვევლინება?

- რა თქმა უნდა, სანამ რაიმე სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯს გადადგამ, გარკვეული საკითხებსა და რისკებზე დაფიქრებაა საჭირო. თუმცა, საგარეო პოლიტიკის გატარებისას გამორიცხულია ვინმეს ინტერესებს არ ავნო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. განა ის, რომ სომხეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა, არ იყო დარტყმა სომხურ-რუსული ურთიერთობებისათვის?

მე ვიცი, როგორ უნდა გადავწყვიტო ეს პრობლემა. ჩემი ინიციატივა სომხეთის და საქართველოს ურთიერთობებს არ დააზიანებს, რადგან ეს ურთიერთობები უკვე იმდენად გაუარესებულია, რომ მეტი აღარ შეიძლება.ამჟამად ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მას მეგობარ ქვეყანად მივიჩნევთ, მაგრამ რატომაა, რომ საქართველო კრძალავს სომხეთიდან წიგნების შემოტანას სომხური სკოლებისათვის საქართველოში? და ეს მაშინ, როდესაც სომხურ საზოგადოება საქართველოში შეადგენს 200 ათას ადამიანს ითვლის, სომხებით დასახლებული ჯავახეთის მოსახლეობის რაოდენობა კი დაახლოებით 150 ათასია. რა ლოგიკით აიხსნება, როდესაც ქართველი მესაზღვრეები აჩერებენ მანქანებს წიგნებით და მძღოლებს წარუდგენენ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ აკრძალულ წიგნთა სიებს, რომელთა შორისაა სომხეთის ეროვნული ეპოსი "დავით სასუნელი"? აბა, ვინ ყოფილა დამნაშავე ურთიერთობათა გაუარესებაში?

საქართველო ახლა ადვილ ფულზე თამაშობს, რომელიც ტრანზიტით შემოუდის.ამ ადვილ ფულს საკუთარ ტერიტორიაზე გაზსადენისა და ნავთობსადენების გატარებით შოულობს, თუმცა თბილისს აშკარად გაზვიადებული წარმოდგენა აქვს საკუთარ გავლენაზე მეზობელ ქვეყნებთან საგარეო პოლიტიკაში. საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ასე უნდა იქცეოდეს, და ეს მათ კიდევ შემოუბრუნდებათ. ქვეყნის სამხრეთი ნაწილი რეალურად თბილისის კონტროლს გარეთაა. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად აზერბაიჯანიზირებულია, სამხრეთის ცენტრალური ნაწილი სომხიზირებული, დასავლეთის სექტორში კი თურქები სახლობენ. აჭარა გათურქებულია, აქ ცენტრალური ხელისუფლება ძალიან შესუსტებულია. ყოველივე ამის ფონზე შემთხვევითი არაა პრემიერ ივანიშვილის განცხადება, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი უნდა გადაიხედოს. ასე რომ ქართველები ჭკუით უნდა იყვნენ, რადგან მათ არ აქვთ რეალური წონა, რომ მოკარნახის პოზიციიდან ისაუბრონ.

- IA რეგნუმი: თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ არჩევის შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის (სომხური ვერსიით - ჯავახკის) სომხეთთან შემოერთების პროცესსაც დაიწყებთ. რამდენად რეალურია ეს?

როდესაც 1988 წელს დაიწყო მიტინგები არცახის სომხეთთან შეერთების მოთხოვნით, განა ვინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო? ეს იყო ზღაპარი, რომელიც გახდა რეალობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო მოაგვარებს ნებისმიერ საკითხს, ჩვენი ერისათვის არ არსებობს მოუგვარებელი საკითხები, თუ ამისთვის იქნება პოლიტიკური ნება და ლიდერი, რომელიც ამას თავის თავზე აიღებს. ჯავახკის პრობლემის გადაწყვეტის ბევრი გზა არსებობს. მაგალითად შეგვიძლია არცახის (ყარაბაღის) დამოუკიდებლობა ავიღოთ.

2008 წელს, ომის დროს, სამცხე ჯავახეთში ჯარების შეყვანის ოქროს შესაძლებლობა არსებობდა. მოტივიც მშვენიერი იყო: ერევანს შეეძლო ეს პრევენციულ ზომად გაესაღებინა, რადგან არ არსებობდა არავითარი გარანტია იმისა, რომ მეორე დღეს ცხინვალის ოპერაცია ახალქალაქში არ განმეორებულიყო. ამ შემთხვევაში საქართველოს მოუწევდა დიდ დათმობებზე წასულიყო მისი ტერიტორიიდან სომხური ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, მათ შორის შეიძლებოდა რეგიონის სტატუსზე შეთანხმებაც, ისევე როგორც უსაფრთხოების გარანტიების მიღება შეგვეძლო მიგვეღწია იმისთვის, რომ ყველა ადგილობრივ ორგანოში მმართველი სომეხი ყოფილიყო. დროს მილსადენის ან რკინიგზის ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა განიხილოს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, და სხვა. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ქართველები კვლავ მოგვცემენ ამის შესაძლებლობას. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს ბიძინა ივანიშვილის შორსმჭვრეტელობას მოკლებული განცხადებები მაძლევს.

-IA რეგნუმი: თქვენი სურვილი, აღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ერთა თვითგამორკვევის პრინციპს ემყარება თუ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ხელახალ დაბალანსების სურვილს?

- ყველაფერს ერთად. პირველ რიგში მთავარია სამართლიანები ვიყოთ როგორც საკუთარ თავთან, ისე ღმერთთან. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც აფხაზები ეხმარებოდნენ სომხებს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლაში. ახლა კი დრო მოვიდა, რომ მათ ეს ვალი დავუბრუნოთ. ისტორიას თუ გადავხედავთ, თვალში გვეცემა, რომ ქართველები მოკლებულნი იყვნენ ზღვაზე გასასვლელს. ჩვენ უნდა აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და გავხდეთ ამ ქვეყნების მოკავშირეები. ჩვენი ხალხის ეროვნულ ეპოსშიც კი არსებობს მტკიცებულებები ჩვენს შორის გენეტიკური ნათესაობისა.