ოპოზიციას სურს, რომ არა მხოლოდ არჩევნების შედეგები გაუქმდეს, არამედ არჩევნების შედეგები შეიცვალოს, ოპოზიციას უნდა, რომ ძალაუფლება იყოს მის ხელში და ირონიულ დამოკიდებულბას იწვევს ის ფაქტი, რომ დღეს გაყალბებაზე საუბრობენ ისინი, ვინც აღნიშნული სისტემა შექმნა, აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე.
მისი თქმით ოპოზიციის მოთხოვნები ამ ეტაპზე ალოგიკურია და მათი მიზანი მართვის სადავეების ხელში ჩაგდებაა.
„ოპოზიციის პირველადი მოთხოვნები გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარებოდა, რადგან ნამდვილად იყო დარღვევები უბნებზე. ახლა უკვე ეს მოთხოვნა „მადა ჭამაში მოდის" პრინციპს ჰგავს. უკვე ირიბად მოითხოვენ მმართველი ძალისგან, რომ ხელისუფლება გადაეცეთ. თუკი ხელისუფლების ზოგიერთი ქმედება იწვევს უსამართლობის განცდას, მაშინ მეორე მხარეც უსამართლოა, როცა ითხოვს მართვის სადავეებს ხელში, რადგან ობიექტურად რომ შევაფასოთ მილიონამდე ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას" მისცა ხმა.
„ხელისუფლების ქმედება ამ შემთხვევაში არის ერთის მხრივ თავის მართლების რეჟიმი, მეორეს მხრივ ოპოზიციის გინება და მესამე შემთხვევაში ძალისმიერი მეთოდებით პროცესის ხელში დაჭერა. მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ დაუშვა ისეთი შეცდომები, რომლის დაშვებაც არ შეიძლებოდა. პირველ რიგში ის, რომ არჩევნებს სათანადო ყურადღება არ მიაქცია და ის „ფეხებზე მკიდია" დამოკიდებულება, რომელიც ბევრ ადგილზე გამოჩნდა არ უნდა დაეშვა. ამას გარდა პირველივე დღეს მას თავად უნდა აეღო ინიციატივა და უნდა განეცხადებინა, რომ საჭირო იყო ხმების გადათვლა საეჭვო უბნებზე.
„ასევე მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. მაგალითად რატომ არის საზოგადოების სერიოზული ნაწილისათვის გამაღიზიანებელი ის, რასაც ოპოზიცია კერძოდ „ნაცმოძრაობა" აკეთებს. მე პირადად ძალიან კარგად მახსოვს მათ დროს როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება. დღეს რომ ოპოზიციიდან გაყალბების საკითხზე გოდებენ, ეს სისტემა მათი შექმნილია. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, მე არ მრცხვენია ამის თქმის. მაშინ დეპუტატი ვიყავი და დიდი ხნის განვალობაში ამ პროცესებს შიგნიდან ვაკვირდებოდი. ეს არის იმ ადამიანების ჯგუფის შექმნილი, რომლებიც დღეს ტრიბუნაზე დგანან და ცრემლებს ღვრიან, არჩევნები გაგვიყალბესო.
„იცით, რა არის განსხვავება მათსა და მმართველ ძალას შორის? ისინი ბევრად უფრო ოსტატურად აყალბებდნენ არჩევნებს. ეს სისტემა შექმნილია მათ მიერ. იგივე კარუსელი, იგივე მკვდარი სულების არსებობა, არ არსებული კორპუსების საკითხში და ა.შ. ეს ყველაფერი ვინც მოიფიქრა, დღესაც პოლიტიკაშია. ასე რომ როდესაც ისინი საუბრობენ გაყალბებაზე ვერ ვიჯერებ.
„მე კიდევ მესმის, არჩევნები გამიყალბესო რომ ამბობენ თუნდაც ალეკო ელისაშვილი ან „ლელოს" წარმომადგენლები, მაგრამ როდესაც ამას ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც თავის დროზე იმავეს აკეთებდნენ, ეს უკვე სასაცილოა. მახსოვს როგორ გააყალბეს 2008 წლის არჩვენები. მახსოვს რა გააკეთეს 2004 წელს ვარდების რევოლუციის მერე, როცა პროპორციული არჩევნები ვითომ გაყალბებული იყო, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნები თითქოს არ იყო გაყალბებული. ასეთი მოვლენები სულ ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში.
„თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ფორმატში ყველაზე მეტად აქტიურობენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. მათ არ ახსოვს ის, რასაც „ნაცმოძრაობა" აკეთებდა. მათ ზურგზე ამ ყველაფერს არ გადაუვლია. უფროსი და საშუალო თაობის უმრავლესობა, რომელთაც კარგად ახსოვთ ეს ყველაფერი, ამ პროცესს ირონიით უყურებს.
„ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, ის თუ რა ხდებოდა უშუალოდ უბნებზე. ზოგიერთ უბანზე და ზოგიერთ ოქმში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ ფული გადაიხადა იმაში, რომ მაქსიმალურად თავხედურად ყოფილიყო გაყალბებული არჩევნები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ადგილას სპეციალურად არის ეს გაკეთებული საბოტაჟის მიზნით. ზოგიერთ ადგილას კი ჩანს, რომ სულ მცირე კომისიის წევრები იყვნენ შეკრულნი და ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებას. ასეთი პრაქტიკა ჩვენ გვქოდნა ადრე და ჩემთვის ცნობილი ასეთი შემთხვევების შესახებაც და ახლაც იგივე ხდებოდა.
„არის სხვა შემთხვევებიც. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რეგიონებში მაგალითად აჭარაში პრაქტიკულად შეთანხმებულად მოქმედებნენ. გამოვყოფდი ორი მსხვილი პარტიის წარმომადგენლებს, რომელთა სახელებსაც შეგნებულად არ დავასახელებ. ისინი საჯარო სივრცეში ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ არჩევნების დროს ერთად მოქმედებნენ და პრაქტიკულად სხვა პარტიების დამკვირვებლებს საშუალება არ მისცეს ხმების დათვლის პროცესში მონაწილეობა მიეღოთ. ასე რომ, 31 ოქტომბერს სხვადასხვანაირი ვარიანტები გათამაშდა.
„როდესაც წლევანდელი არჩვენების ტოტალურ გაყალბებაზეა საუბარი, ამას კატეგორიულად არ ვცნობ. ტოტალური გაყალბება სხვა რამეა და თვითონაც ძალიან კარგად იციან ამის გამხმოვანებლებმა რასაც ნიშნავს, რადგან თვითონ მონაწილეობდნენ ასეთ გაყალბებებში. ახლა არის უბრალოდ ეკლექტური, სხვადასხვა ტიპის გაყალბება სხვადასხვა ადგილას და მასში მონაწილოება სხვადასხვა ძალებს აქვთ მიღებული. მათ შორის ოპოზიციურ ძალებსაც.
„სიტყვა გაყალბებაც არ არის ზუსტი განმარტება პროცესის ასაღწერად. წლევანდელ არჩევნებზე არჩევნებისათვის ხელის შეშლაც იყო, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებიც იყო, უტვინობაც იყო, არაპროფესიონალიზმიც იყო. თუმცა გაყალბება ნაკლებად, რადგან გაყალბება იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთ პარტიას ეწერება ისეთი რაოდენობის ხმები, რომელიც მას არ მიუღია და ვერც მიიღებდა. თუმცა წლევანდელ არჩევნებზე ყველა კვლევა მათ შორის ოპოზიის აჩვენებდა იმას, რომ ხმების უმრაველობა „ოცნებამ" მიიღო. განსხვავება იყო 2-3%, რომელიც მნიშნელოვანი ციფრია, თუმცა არა გადამწვეტი.
„მაჟორიტარულ არჩევნებზე ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მეჩვენება, რომ იქ იყო რამდენიმე სერიოზული კითხვა ოლქში და არა უბანზე. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, მისი შედეგი პრაქტიკულად ყველა ტელევიზიის თუ კვლევაშია ასახული. ეს გაყალებბა არ არის, ეს არის კომპლექსი იმ გადაცმდომებისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
„ვფიქრობ მოლაპარაკება აუცილებლად უნდა დაიწყოს. ხელისუფლება ყოველთვის გაურბის ამას, მაგრამ ახლა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. ასევე ჩემი ინფორმაციით 120 უბნიდან მხოლოდ 11 უბანია დათვლილი, ამიტომ უნდა გაათენონ დღე და ღამე და ყველა საეჭვო უბანი უნდა დათვალონ. ასევე უნდა გამოიყნენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც დიდი სიმპათიით ხელისუფლების მიმართ არ გამოირჩევიან. სხვა, განახლებული მიდგომებია საჭიროა და არა გამოსვლა და ოპოზიციის ლანძღვა. ეს შედეგს ნამდვილად ვერ მოიტანს.
„გარდა ამისა, არის საკითხი უნდა დაინიშნოს თუ არა არჩევნები. საქმე იმაშია, რომ ოპოზიცია მუდმივად საყვედურობს ხელისუფლებას ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში, პანდემიის ფონზე კიდეც უფრო მწვავე ვითარებნაა შექმნილი ქვეყანაში დ ა.შ. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ კანონის მოთხოვნის მიხედვით ახალი არჩევნები დაინიშნოს გაზაფხულზე ეს ხომ ნიშნავს მორიგ დარტყმას ეკონომიკაზე?! ეს ჩემთვის მიუღებელია, თუმცა დავუშვათ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პრაქტიკულად ჩიხურ მდგომარეობაში შეყავთ ქვეყანა.
„დარწმუნებულნი რომ ვიყოთ, რომ ოპოზიციის განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის" ნაწილს რეალურად სურს სამართლიანობის აღდეგნა მაშინ მეც დავიჯერებდი ამ ყველაფერს, თუმცა მე მათი არ მჯერა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი მხირდან ეს არის უბრალოდ ხელისუფლებისათვის ბრძლა და სიმართლის დადგენა მათ არ სურთ. სიმართლის დადგენა შეიძლება სურდეთ სწორედ იმ პარტიებს, რომლებმაც მაღალი პროცენტები ვერ აიღეს არჩევნებზე. „ნაციონალური მოძრაობისთვის" კი სიმართლეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის მთავარია ხელისუფლება ჰქონდეთ ხელში.
„თავისუფლად შეიძლება ამ ყველაფერმა ურთულეს კრიზისამდე მიგვიყვანოს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებამ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ოპოზიცია არის ერთიანი. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც თავსი დროზე ერთმანეთის პოლიტიკურ გემოვნებას იწუნებდნენ და ერთამანეთს აგენტობაში სდებდნენ ბრალს. დღეს კი ეს ადამაინები ერთად არიან. ეს ყველაფერი კი არის ტრაგიზმი დღევანდელი პოლიტიკური ველისა.
„ ასევე უმძიმესი ვითარებაა პანდემიასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა განსაკუთრებით ასეთი მასშტაბური რეგულაციების დარღვევის ფონზე. ვინ არის პასუხიმგებელი იმაზე, რომ ადამიანებს ამ მდგომარეობით ექმნებათ დისკომფორტი და ასევე არაა გამორიცხული, რომ ამ ვითარებამ ზოგიერთის სიცოცხლეც შეიწიროს. განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც რიკს ჯგუფში არიან, ხომ შეიძლება ამ ყველაფერმა სიკვდილიანობის ამჩვენებლის ზრდა გამოიწვიოს? ამაზეც არავინ არ ფიქრობს,"- ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას მამუკა არეშიძე.