„რიგგარეშე არჩევნების გამოცხადებით წაგებულია ყველა პარტია,  „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“

„რიგგარეშე არჩევნების გამოცხადებით წაგებულია ყველა პარტია,  „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“

არიან თუ არა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში და რატომ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, როდესაც „ნაციონალების“ გარდა შესაძლოა,  ვერც ერთი მათგანი პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდეს.

კონსტიტუციონალისტები და ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ შესაძლოა, განმეორებითმა არჩევნებმა ქვეყანაში საერთოდ საპარლამენტო კრიზისი შექმნას და ქვეყანა უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს. არსებობს ორი სცენარი, რომელიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში განვითარდება. ერთი, რომ ვერც ერთმა პარტიამ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს და მეორე, ისევ ორ პარტიული პარლამენტი მივიღოთ. ხოლო პატარა პარტიები პოლიტიკური ველიდან საერთოდ გაქრნენ. ამიტომაც ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან და ისინი მათ ხარჯზე ხელისუფლებაში ისევ დაბრუნებას ცდილობენ.

ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას არანაირი საფუძველი არ აქვს - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არა არჩევნების რეალური შედეგის ნახვა, არამედ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა და ამ წინასწარ დაგეგმილ სპექტაკლში სხვა პარტიებიც ჩართულები აღმოჩდნენ. მათი მტკიცებით, 31 ოქტომბერს თავისუფალი საარჩევნო უფლება რეალიზებული იყო, ხოლო არჩევნები კონკურენტული და ეს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმაც დაადასტურეს.

კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ნაციონალების გარდა ყველა პარტია ძალიან რისკავს. ბოძაშვილი ამბობს, რომ თუკი ახლა ისინი პარალმენტში შესვლაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, პოლიტიკური ველის მიღმაც კი დარჩნენ. რაც შეეხება კონსტიტუციურ პროცედურებს თუ როგორ უნდა მოხდეს რიგაგრეშე არჩევნების დანიშვნა, ბოძაშვილი ამბობს, რომ ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა არ უნდა მოხდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს, ხოლო ეს მხოლოდ „ოცნებამ“ უნდა გააკეთოს, რადგანაც სხვა მექანიკური შესაძლებლობები არ არსებობს - მმართველმა გუნდმა ხელოვნური კრიზისი უნდა შექმნას, მთავრობა არ უნდა დააკომპლექტოს და შემდგომ პრეზიდენტი ახალ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. თუმცა ბოძაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ოპოზიციას და ქვეყანას დააზიანებს, რადგანაც არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ნაციოანლების გარდა 1%-იანი ბარიერები ამ პატარა პარტიებმა ვერც კი გადალახონ. ამიტომ ისევ ორპარტიულ პარალმენტს მივიღებთ, ან საერთოდ ვერც ერთი მათგანი ხელისუფლებას ვერ დააკომპლქეტებს და ქვეყანაში საპარლამენტო კრიზისი შეიქმნება.

„რაც შეეხება პატარა პარტიებს, რომლებიც 3%-დან 4%-მდე არიან, ამ ხმებით რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით რისკავენ. ისინი ან „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, ან იმ წონასაც დაკარაგვენ, რაც ამ 1 წლის განმავლობაში მოიპოვეს. გასაგებია, ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ რაციონალურად უნდა იზროვნონ და მიიღონ არა ემოციური, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ნაციონალური მოძრაობა“ პატარა პარტიების ხარჯზეა მოგებული. არჩევნების ეს შედეგი, რაც დადგა მხოლოდ ამ პარტიების შედეგად მოხდა. სანამ ეს პოლიტიკოსები გააცნობიერებენ რა მოხდა, მანამდე რელური პოლიტიკური მოქმედებების განხორციელებას ვერ შეძლებენ. პატარა პარტიები თავიანთ გამოუცდელობით, თუ რაც გინდა დავარქვათ, როგორც ლოკომოტივი ორბიტაზე ჩაებნენ ამ თამასში და ნაციონალების ჩრდილქვეშ აღმოჩდნენ. ხვალ რომ ამ პარტიამ განაცხადოს პარამენტში შევდივარო, ესენი რას იზამენ? ან თავიანთ სიტყვიდან გადასვლა მოუწევთ ან კიდევ ნაციონალებს ეტყვიან, რომ გამყიდველები არიან, მაგრამ ამათ ეს არც ანაღლვლებთ, რადგანაც ისედაც იციან, რომ მოსოახლეობის დიდი ნაწილს მათ მიმართ ნეგატიური აღქმა 16 წელია აქვს“, - ამბობს ბიძაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გადაგდების და ნეგატივის პრობლემა ნაციოანლებს არა აქვთ, ხოლო დანარჩენებმა იკითხონ, რომლებსაც პატიოსანი პოლიტიკის კეთება უნდათ. მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი ტყვეობაში მოექცა და ჰქონდათ შანსი რელურად რაღაცისთვის მიეღწიათ, თუმცა არასწორად იპოზიციონირეს. ბოძაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში მათ ლიდერობის რესურსი არ აღმოაჩნდათ, შესაბამისად ის პოლიტიკური ველი ვერ დაიკავეს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა. კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ რეალურად მათი ამაოცანა ეს უნდა ყოფილიყო. ამიტომ ბუნებრივად ისინი ნაციონალების გავლენის ქვეშ არიან, სადაც ეს პარტია არც არაფერს დაკარგავს.

„ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესაა იმ ფორმულაზე დაბრუნება და შეკოწიწება, რომელმა ფორმულამაც ის 2012 წელს დაამარცხა. ანუ ყველა ერთის წინააღმდეგ. ხოლო ეს მცდელობა შედეგიანი რომც აღმოჩნდეს, ამ პატარა პარტიებს რამე სერიოზული პრეტენზიები ვეღარ გაუჩნდებათ. საქართველოში გადანაწილებითი პოლიტიკური ველი ჯერ კიდევ ვერ შევქმენით, რაც დიდი პრობლემაა. ამიტომაც ამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა გაუგებარია. ან არიან პარტიები ვიღაცის სატელიტები ან არიან პირველები. სხვა პოზიცია ჩვენს პოლიტიკურ ველზე, უბრალოდ, არ არსებობს. ახლა პატარა პარტიების პრიორიტეტი პარალმენტში შესვლა უნდა იყოს და არა იმის ლოდინი ნაციონალები რას იზამენ“, - ამბობს ბოძაშვილი for.ge-სთან.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ რიგაგრეშე არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ასპექტი არსებობს, სამართლებრივად ეს როგორ უნდა მოხდეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თავად ხელისუფლებამ უნდა გაათამაშოს მაშინ სცენარი, რომ მთავრობას ვერ აკომპლექტებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტმა მოითხოვოს.

მისი აზრით, რიგგარეშე არჩევნებში მნიშვნელოვანია ეს პარტიები რომლებმაც ხელი მოაწერეს და თავს ერთ ბლოკში მოიაზრებენ, თუ ისევ ფრაგმენტებად წარდგენას აპირებენ. თუ ფრაგმენტირებულად იქნებიან ისევ, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ნაციონალების გარდა, ყველა დანარჩენ პარტიას ახლა რა პროცენტებიც აიღეს, ისიც გაუნახევრდება. ამიტომ მისთვის გაუგებარია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა რას ემსახურება.

„ნაციონალების გარდა ყველა სხვა პარტია რიგგარეშე არჩევნებში, დიდი ალბათობით, იმის განახევრებულ პროცენტებს აიღებს, რაც ახლა აქვთ. საერთოდ, შეიძლება ნაციონალების გარდა ვერც შევიდნენ და ისევ ორპარტიული პარლამენტი მივიღოთ. თუ ხელისუფლებამ ისევ შეძლო და თემა ნაციონალებსა და მათ შორის ერთი-ერთზე დასვა, ეს პოლიტიკური პარტიები საერთოდ ველიდან გაქრებიან.

ყველაზე ცუდი რაც ახლა მოხდა, ის არის, რომ ოპოზიციამ მესამე ძალად ჩამოყალიბება ვერ შეძლო. „ოცნებამაც“ და ნაციონალებმაც ისევ მოახერხეს, რომ შუა გაკრიფეს. რიგგარეშე არჩევნების გამოცხადებით წაგებულია ყველა, ამ ორი პარტიის გარდა. ორივე მათგანი ისევ შევა და რიგგარეშე არჩევნები ამ პატარა პარტიებს ამ დონემდე გარისკვად არ უნდა უღირდეს. ის ლოზუნგი, რომელიც ამ პატარა პარტიებს ჰქონდათ, არც ნაციონალები და არც „ოცნება“ წაიშალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ ამომრჩეველს არც ერთი უნდოდა და არც მეორე, რიგგარეშე არჩევნების დროს ისევ მათ შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. გათამაშდება იგივე სიტუაცია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

trampi ოცნება ახია თქვენზე ყველაფერი ახია.......
ის კი არადა ამ სისხლმოწყურებულმა ნაცებმა, ეს თალაკვაძე და მდინარაძე(სხვებიც) რომ ოპტომ შესანსლონ, ღირსებიც იქნებიან, ღირსები და ალალიც ნაცებისთვის
აუუუუუ რას გადაყლაპავენ ნაცები მაგათ--- თვალს არ დაახამხამებენ
ხუმრობა ხომ არა---- 8 წელი სისხლი მოენატრათ სისხლი, ადამიანის სისხლი
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli "ოპოზიცია სად იყვნენ თქვენი კომისიის წევრები, თქვენი დამკვირვებლები თითო უბანზე თორმეტზე ნაკლები დამკვირვებელი არ გყავდათ . რატომ მოაწერეს ოქმებს ხელი შენიშვნები რატომ არ ჩაწერეს ოქმში. დამკვირვებლებმა რატომ არ დარეკეს შტაბში რომ არჩევნებს აყალბებენო.მაგრამ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო წინასწარ.ქვეყნის არევა გინდათ. თქვენს ამბიციებს და სკამების სიყვარულს უნდა შესწიროთ ქვეყანა ხალხი??!!"
3 წლის უკან