ვლადიმერ ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში

ვლადიმერ ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ, ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია და სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დანარჩენი მძევლები უსაფრთხოდ დააბრუნონ თავიანთ ოჯახებში.

 „როგორც ვნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად, ორი მძევალი გათავისუფლებულია და მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე ეხლა მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან: შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს. ზიანის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.