ზუგდიდში

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ერთმანეთს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები დაუპირისპირდნენ.

ჩხუბში მონაწილეობდნენ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და “მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა.

სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

ამის შემდეგ, როდესაც გიორგი გაბედავა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, მას უკანა მხრიდან სავარაუდოდ წყლით სავსე ბოთლი ჩაარტყეს.