გიგი უგულავა ამბობს, რომ მზადაა, ჩაენაცვლოს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილ მძევლებს.
"მე მინდა პოლიციას ვთხოვო და შევთავაზო, რომ ჩავენაცვლო მძევლებს. შენობაში 3 ადამიანია მძევლად დარჩენილი. თუ გვისმენს ახლა გამტაცებელი, იცოდეს, რომ მე ამისთვის მზად ვარ. მოლაპარაკების უფლებამოსილება სახელმწიფოს აქვს", - ამბობს უგულავა.