კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, სერვისცენტრებში რიგების დაცვა უზრუნველყონ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში აღარ იყოს შეკრებილი

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, სერვისცენტრებში რიგების დაცვა უზრუნველყონ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში აღარ იყოს შეკრებილი

თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, უზრუნველყონ სერვისცენტრებში რიგების დაცვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში აღარ იყოს შეკრებილი. მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე გამგებლებს დაავალა, უფასო სასადილოებში მაქსიმალურად ყველა მოხუცებულს დაურიგონ პირბადე.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება. შესაბამისად, მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყოფა გაუკეთონ სერვისცენტრებში არსებულ რიგებს, რომ არ იყოს რიგები და ძალიან ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში შეკრებილი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, დავიცვათ რიგები და ყველა ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, დამცავი საშუალება, ვეცადოთ, რომ დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამით უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ასევე, იმ ადამიანის, ვინც კონკრეტულ ადამიანს ემსახურება. გარდა ამისა, მინდა დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოდებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს და ადამიანებს ვემსახურებით, მაქსიმალურად ყველა მოხუცებულს დავურიგოთ პირბადე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.