ამირან გამყრელიძე: „რემდესივირი“ არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით

ამირან გამყრელიძე: „რემდესივირი“ არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით

„რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ საერთაშორისო კვლევის ფარგლებში და ის არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით. ის არ იყიდება არსად და არც შეიძლება იყიდებოდეს, რადგან ის ინიშნება მკაცრად, ექიმის დანიშნულებით, მხოლოდ სპეციალური ჩვენებისას, მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს მართავს და იყო საუბარი, რომ პრეპარატი ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს უნდა იყოს.