საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 425 თბილისში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 425 თბილისში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 1194 ხალი შემთხვევიდან 425 თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა,

„რაც შეეხება აჭარას, იქ 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 372 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 27, ქვემო ქართლში - 53, შიდა ქართლში - 64, კახეთთში - 3, გურიაში - 21, მცხეთა მთიანეთი - 18, სამცხე ჯავახეთი -9 , რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1194 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666, გარდაიცვალა 158 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 6407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ-სასტუმროში - 1420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.