კახა კალაძე: სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი მისი პოლიტიკური წარსულია

კახა კალაძე: სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი მისი პოლიტიკური წარსულია

სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი მისი პოლიტიკური წარსულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წარსულზე უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, სააკაშვილის მტერი ის ქმედებებია, რაც მან წარსულში საქართველოს მოსახლეობის წინაშე აკეთა.

„სააკაშვილთან მიმართებაში ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ერთადერთი კიდევ, რაც შემიძლია დავამატო და ვთქვა, რომ მისი ყველაზე დიდი მტერი არის მისი პოლიტიკური წარსული, ის ქმედებები, რაც მან წლების განმავლობაში აკადრა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ აკეთა“, – განაცხადა კალაძემ.