ფეისბუქ-მომხმარებელი "მეწისქვილე მეწისქვილე" სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს მოდური ტრენდია და ყველა გაიძახის ერთი და იგივეს:
ცვლილებების დროა!
მაგრამ საინტერესო ისაა, რომ არავინ არ აპირებს შეიცვალოს თვითონ.
ყველა ფიქრობს, რომ უნდა შეიცვალოს ვიღაც სხვა.
ან უნდა მოვიდეს ვიღაც და იმან უნდა შეცვალოს რაღაც ან ვიღაც, უფრო სწორად კი ყველა და ყველაფერი ჩვენს გარდა.
ერთია კიდევ, ითხოვენ ცვლილებებს და არ იციან რა უნდა შეიცვალოს.
პერსონების ან ინსტიტუტების ცვლილება ჰგონიათ მთავარი.
30 წელია ხან პერსონებს ვცვლით და ხან ინსტიტუტებს, მაგრამ ერთ წრეზე ვტრიალებთ.
ეს კი იმიტომ ხდება, რომ იმას არ ვცვლით, რაც უნდა შეიცვალოს.
თუკი ცვლილებები გვინდა, უპირველესად უნდა შევიცვალოთ თავად ჩვენ. ყველამ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს ცვლილება.
ადამიანის ცვლილება კი უპირველეს ყოვლისა აზროვნების ცვლილებაა.
აზროვნება უნდა შევიცვალოთ.
...
თუ არ შევიცვლით იმ აზროვნებას, რომელმაც წარმოშვა პრობლემები, რამდენიც არ უნდა ვცვალოთ სხვა ყველაფერი, დავრჩებით ისევ იმ პრობლემებით.
...
პეტრეს მაგივრად დავსვათ პავლე, პრეზიდენტის მაგივრად დავსვათ მეფე - ეს არ არის ცვლილება, ეს მხოლოდ გარეგნული, ზედაპირული ცვლილებებია და იმ აზროვნებით, რაც ახლა გვაქვს, გარეგნული ცვლილების პირობებშიც წარმოვშობთ ზუსტად იმ პრობლემებს, რაც გვაქვს.
დააკვირდით თქვენს აზროვნებას. რამე ცვლილებას თუ ატყობთ?
რა ცვლილებაზეა საუბარი, როდესაც ცუდი უარესისაგან ვერ გაგვირჩევია?
რა ცვლილებაზეა საუბარი, როდესაც 50 მილიონის ქურდს მხარდმაჭერები ჰყავს და შეიძლება ქვეყნის პირველი ან მეორე პირი გახდეს.
რა ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც ანაბრებისა და საკუთარი ბანკიდან ფულის ქურდობაში მხილებულს ამომრჩეველი ჰყავს?
რა ცვლილებაზეა საუბარი, როცა სიყალბის მქმნელს და დემაგოგ ვაშაძეს პრემიერად წარვადგენთ, ნუუ თაკო ჩარკვიანის პარლამენტარობა ხომ ერის, თითოეული ჩვენგანის სარკეა.
და ამ ყველაფრის გაპრავება-გამართლებას ვცდილობთ რაღაც სულელური და უსაფუძვლო არგუმენტებით.
მავანი იტყვის ხელისუფლებაზე რატომ არ წერ არაფერსო.
დავწერე ბატონებო, ზევით დავწერე, სადაც ვთქვი რომ ცუდს უარესისაგან ვერ ვარჩევთ მეთქი.
აი ესაა ჩვენი აზროვნება, რომელსაც 30 წელია არ ვცვლით და ისე ველოდებით უკეთეს შედეგებს.
ასე რომ, შეეგუეთ იმას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გექნებათ ზუსტად ის პრობლემები, რაც გქონდათ მანამდის.
ახლა კი გააგრძელე ძახილი:
ცვლილებების დროა!!!!
ცვლილებების დროა!!!!"
მე კი მინდა ვიკითხო, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი (ები), რატომ ხდება ასე?!