„ერთადერთი, რაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა 70–80 მილიონი მაქვს აღებული დავით გარეჯის საქმეშიო“

„ერთადერთი, რაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა 70–80 მილიონი მაქვს აღებული დავით გარეჯის საქმეშიო“

უმძიმესია იმ დოკუმენტების ნახვა, რომლითაც დასტურდება სამშობლოს ღალატი! საქართველოს პროკურატურას უკვე აქვს დოკუმენტალური მტკიცებულება, როგორ და რის სანაცვლოდ გადასცა –„საქართველოს იერუსალიმი“ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს. ირაკლი შოთაძეს უწყებაში ის დოკმუნეტებიც არის, რა ფინანსური სარგებელი მიიღეს კომისიის წევრებმა. საქართველოს პროკურატურას ახლა ერთ–ერთ უმძმეს საქმეზე მუშაობს, როგორიც არის – „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედება“.

საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, რომლის დეტალებს პროკურატურა უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მძიმე და ამავე დროს ხმაურიანი იქნება. რამდენიმე დღის წინ, for.ge–სთან საუბრისას ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურაში და მათ შორის კომისიაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაუშვეს ფინანსური მოგების მიზნით, ისეთი დოკუმენტების გადინება საქართველოდან, რომელიც გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის.

„მაშინდელი ხელისუფლების დავალებით, კომისიამ ისეთი დოკუმენტების გადინება დაუშვა საქართველოდან, რომელმაც საბოლოო ჯამში ხელი შეუშალა დავით გარეჯის საკითხის მოგვარებს. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ზოგიერთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც შედგენილი იყო არა საქართველოს და არა საქმის სასარგებლოდ“, - აცხადებდა მამუკა არეშიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურამ იმ ორი ადამიანის სახლები და ოფისები გაჩხრიკა, რომლებიც 2006–2007 წლებში საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების დამდგენ სამთავრობო კომისიაში მუშაობდნენ. სწორედ ამ პერიოდში მოქმედ კომისიას ედავება გამოძიება საქართველოს ინტერესების საზიანო შეთანხმებას.

შეგახსენებთ, რომ მოპოვებულია საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალები. საუბარია 1938 წლით დათარიღებული რუკის ორიგინალზე, რომელთა საფუძველზე წინა ხელისუფლების დროს ორ ქვეყანას შორის დადგენილი და შეთანხმებული საზღვრები შესაძლოა გადაიხედოს. იგულისხმება ის ტერიტორია რომელზეც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილია მოქცეული.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას სახლში. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ჩხრეკის შემდეგ გამომძიებელმა განმარტა, ნატალია ილიჩოვა საქმის ერთ–ერთი ფიგურანტია და მისი სახლიდან დოკუმენტები ამოიღეს. ილიჩოვა 2006–2007 წლებში სადემარკაციო კომისიის წევრი ოყო, რა დროსაც კომისიის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებზე შეთანხმება მოხდა.

ჩხრეკა ჩატარდა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ამჟმად მუშაობს. როგორც მელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფართობების გადაცემა ან, რაღაცის დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, გამორიცხულია. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი არც ძველ კომისიაში მომხდარა და არც ახალში არ მოხდება.

„ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, შემდეგ სამუშაო ოთახში. ყველანაირ მასალას ეძებდნენ, წაიღეს უამრავი მასალა შესწავლის მიზნით. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურას აღძრული აქვს საქმე და დაწყებულია გამოძიება. რუკები, შეთანხმების ოქმები, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები. განახორციელეს ჩხრეკა და არ ვიცი შემდგომ რა მოქმედებები ექნებათ. ის შემიძლია ვთქვა, რომ რაც ამ ბოლო დროს გავრცელდა, რომ ფართობების გადაცემა და რაღაცის დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოხდა, ამისთანა რამ გამორიცხულია. არც ძველ კომისიაში მომხდარა ასეთი და არც ახალში, იმედია, არ მოხდება ამისთანა. წარმოუდგენელია“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

გამოძიებას ხელთ აქვს 1938 წლის რუკა, რომელიც საქმეში წარმოადგენს ერთ–ერთ მთავარ მტკიცებულებას და სწორედ ამ რუკის დედანი ამოიღო საგამოძიებო უწყებამ ნატალია ილიჩოვასგან, რომელიც საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი 14 წლის განმავლობაში იყო.

შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006–2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს. დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანთან მიაღწევენ შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. ამასთან, მინისტრმა იმ ახალ მასალებზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციებს ამყარებს.

„როდესაც ახალი კომისია შეიკრიბა, გავაანალიზეთ, თუ რა მასალებზე დაყრდნობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პოზიციები გარკვეულწილად შესუსტებული იყო. 7 თვის განმავლობაში, როდესაც იმუშავა უწყებამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალები, კარტოგრაფიული მასალები, რუკები, ექსპერტების დასკვნები მოვიპოვეთ.

შეთანხმებები, რომლებიც 2006–2007 წლებში იქნა მიღწეული, მაგრამ სრულფასოვნად არ იყო ის მასალები გამოყენებული, რომლებიც ჩვენს პოზიციას გაამყარებდა, იქნებოდა საფუძველი, რომ იქ მიღწეული შედეგები გადასინჯულიყო. ამაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიაჩნიათ, რომ პროკურატურა სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას აგრძელებს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, რვა წელია, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იმაზე საუბრობენ, რას აკეთებდა და რას აშავებდა წინა ხელისუფლება.

„ამ პრობლემაზე უშუალოდ არ ვმუშაობდი, ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვიყავი, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს პრობლემა მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა, კომისია მუშაობდა და ამ კომისიის მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა. სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტმა კრიზისი გამოიწვია. ამის შემდეგ მათ ამ თემაზე საუბარი მოუწიათ.

დღეს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ წარმოგვიდგინონ კომისიის მუშაობის შედეგები, ისინი რაღაც ახალ აღმოჩენილ გარემოებებზე გვესაუბრებიან, რაც აბსურდული პოლიტიკური მიზნებით გაკეთებულ განაცხადად გვეჩვენება. გავეცნობით, თუ რაიმე შესაბამის ინფორმაციას წარმოადგენენ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი შევიწროვებისთვის და დევნისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორია დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზება, რასაც ოპოზიცია ცდილობს. მისი თქმით, ახლა მნივშელოვნია, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს.

„ერთადერთი, რაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა 70–80 მილიონი მაქვს აღებული ამ საქმეშიო. ამ ადამიანებს იმდენი რამე აქვთ გაფუჭებული, მათი მხრიდან შეიძლება, ყველაფერი დასაჯერებელი იყოს. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Katana უკაცრავად, მაგრამ ეს კაცი ვინ არის, სტატიის თავში?
1 თვის უკან
არაგველი641 Katana, მე ვფიქრობ ეგ კაცი არის: ივერი მელაშვილი
1 თვის უკან
Katana . ჩავთვალოთ! :)
1 თვის უკან