„ნაციონალების შტაბში მიდის მსჯელობა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაიწყება განცხადებები, ჩამოვა სააკაშვილი და მოხდება ხელისუფლების ტრანსფორმაცია“

„ნაციონალების შტაბში მიდის მსჯელობა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაიწყება განცხადებები, ჩამოვა სააკაშვილი და მოხდება ხელისუფლების ტრანსფორმაცია“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილი ათ დღეში გასაჯაროვდება, რაც შეეხება სრულ სიას, მისი გასაჯაროება მოხდება სექტემბრის ბოლოს. რაც შეეხება ვინ რომელ ადგილს დაიკავებს „ოცნების“ საარჩევნო სიაში, ეს არის პოლიტსაბჭოზე დამოკიდებული.

უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, მისი ხელმძღვანელობით შეიკრიბება უმრავლესობა და მიიღებს გადაწყვეტილებას თითოეულ ადგილთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სიაში წარმოდგენას, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ეს თავად ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

საქართველოში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა იმ პროცედურის განხორციელებას იწყებს, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელია. ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რეგისტრაცია გაიარა 59–მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.

აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, თითოეული პარტიის და მოქალაქის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. როგორც მან ჟურნალიტებს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას განუცხადა, მმართველ პარტიას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიანი გზით და შესაბამისად, მმართველი პარტიის მხრიდან ეს მესიჯი სწორია.

მისივე თქმით, ასევე, პასუხისმგებლობა აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში. რაც შეეხება რუსული გავლენების ზრდას საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, ელჩის განცხადებით, წინა პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული მოქმედებებიდან ვხედავთ, რომ ქვეყნები და საარჩევნო სისტემები არაა დაცული მათი ჩარევისგან.

„იგივე, - რაც ვიხილეთ აშშ–ში რამდენიმე წლის წინ. შესაბამისად, ქვეყანამ, მისმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი საარჩევნო სისტემის მათი გავლენისგან დასაცავად. ჩვენ, აშშ და საქართველოს სხვა პარტნიორები ვახორციელებთ ძალისხმევას და პროგრამებს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება და მათ შეძლონ გაიგონ, რა არის არასწორი ინფორმაცია, ტყუილი და დეზინფორმაცია. მე იმედი მაქვს, ეს არჩევნები უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ოპონენტებს და საარჩევნო მარათონში ჩართულ ყველა პირს მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რომ არ დავტოვონ არანაირი სივრცე სპეკულაციებისთვის. როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა, რომ საარჩევნო კამპანია სპეკულაციების გარეშე წარიმართოს.

„მხოლოდ მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა არ კმარა იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია სპეკულაციების სივრცის გარეშე ჩატარდეს. ამაში არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა და სწორედ, ამიტომ, მათაც მოვუწოდებთ, რომ სახელმწიფოს, ქვეყანას დაუდგნენ გვერდით, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდეს უპრეცედენტოდ დემოკრატიულად და ისე, რომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევნების ჩატარების მაღალი ხარისხით იამაყოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის შეთავაზებას არ ღებულობს ოპოზიცია და მშვიდ საარჩევნო გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის გუნდის რიტორიკა მორიგი ფარისევლობა და უტიფრობაა, ამბობენ, რომ მშვიდობა უნდათ, თან დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, ივანიშვილის გუნდი ოპონენტების მიმართ არაკომპეტენტურ კომენტატორობაზეა ფოკუსირებული.

„ხელისუფლებაში მყოფი გუნდი, რომელიც მუდმივად საუბრობს ოპონენტების დემონიზაციაზე და ქედმაღლურად არიგებს ჭკუას საზოგადოებას, არავის ნდობას არ იმსახურებს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანა ასეთ ჩიხშია შესული ერთი–ორი სიტყვით უთხრას მოსახლეობას რას აპირებს, როგორ გამოვა ამ ჩიხიდან. მათ ამ პრობლემების მოგვარების უნარი და ხედვა არ აქვთ.

ბიძინა ივანიშვილის გუნდი მთლიანად არის ფოკუსირებული ოპონენტების ბინძურ, არაკომპეტენტურ კომენტატორობაზე. ეს არის კიდევ ერთი საბუთი, თუ რატომ არის ეს ხალხი ჩამოსაშორებელი მშვიდობიანი არჩევნების გზით. თვითონ არიან ძალადობის წამახალისებლები, ყველა სტანდარტს არღვევენ, რაც დემოკრატიას და მოქალაქეებს სჭირდება, ამასთან ერთად, მეორე ხელით სხვებს მოუწოდებენ კარგად მოიქცნენ. ივანიშვილის გუნდი ამბობს, რომ მშვიდობა უნდათ, თან კი დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რომან გოცირიძის განცხადებით, უმრავლესობამ უკვე დაიწყო ოპოზიციასთან არათანაბარ პირობებში კამპანია. არღვევენ კანონს, ეწევიან მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, თუ მმართველ პარტიას სურს რეალური ცვლილებები, მაშინ მხარი არა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს უნდა დაუჭიროს, სადაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციები სრულად არის ასახული.

„ჩვენ ახლა შემოგვაქვს „საარჩევნო კოდექსის“ ალტერნატიული წინადადება, რომელიც მეორე მოსმენისას იქნება დაყენებული და დავარეგისტრირეთ უკვე. ეს ეხება ფაქტობრივად, ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის ეუთო/ოდირის. თუ რეალურად უნდათ რაიმეს გაუმჯობესება, მაშინ მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენს ალტერნატიულ წინადადებას და ეკა ბესელიას მიერ შემოტანილ კანონპროექტს.

გამოიყენეს პანდემია, 5 მილიარდი სესხი აიღეს, რომელიც ხალხის დასაფარია და 1 მილიონ ბავშვს პირველი სექტემბრიდან დაურიგებენ ფულს. ეს 5 მილიარდი ჩვენი გასასტუმრებელი ფულია. ამას პარტიულ მოწყალებად სთავაზობენ მოსახლეობას. ცნობის ფურცლით დაარბენინებდით თვითდასაქმებულებს და ახლა ნებისმიერს აძლევთ. პარტიული აქტივი გააფორმეთ 300–-ლარიან თვითდასაქმებულებში. ეს არის არათანაბარ პირობებში ჩაყენება და არათანაბარ პირობებში არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, თუმცა რამდენად დაძაბული იქნება საარჩევნო კამპანია, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ ჩანს, ისევე როგორც არ ჩანს ის, რომ ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში იმყოფება. მისი თქმით, ბევრად მნიშვნელოვანია არჩევნების შემდეგ როგორ განვითარდება პროცესები, რადგან საქართველოს ოპოზიცია 1 ნომებრისთვის ემზადება.

„ოპოზიცია მეორე დღეს არ გაატარებს უყურადღებოდ. 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნები ოპოზიციის მუქარით იწყება. მგონია, რომ ახლაც ასე იქნება. თუ დარღვევები არ იქნა დადასტურებელი, ისევე როგორც საჩივრების დაკომენტები, არეულობის მსურველს გაუჭირდება დაუდასტუროს დასავლეთს, რომ სამართლიანია მისი ქუჩაში გამოსვლა.

დასავლეთის გარეშე ქუჩაში გამოსვლას აზრი არ ექნება. ხალხი არ აყვება ამ ქუჩურ პოლიტიკას. პრინციპში, ვერ ვხედავ სერიოზული გართულების საფუძველს. ახლა მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია თუ გამოიჩენენ იმ ტიპის სიფრთხილეს, როგორც ბოლო ხანებში სჩვევიათ, თუ ორმაგი გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან პროცესებს, ასეთ შემთხვევაში პრობლემა არ იქნება. ამიტომ სიფრთხილე აუცილებია იმისთვის, რომ ხინჯი არ იყოს არც ერთ საფეხურზე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება მშვიდი საარჩვენო კამპანია. მისი თქმით, ოპოზიციის სცენარის ნაწილია, რაც შეიძლება მეტად დაძაბონ მდგომარეობა, რომ განჩნდეს ეჭვები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„ეს არის მათი სტრატეგია. კარგად დაიწყო საარჩევნო კამპანია, მაგრამ რამდენად კარგი იქნება დასასრული, ეს უნდა ვკითხოთ საარჩევნო სუბიექტებს. „ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ ეცდება კონსტრუქციული იყოს. წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე არ იქნება მათთვის მთავარი, არამედ მეორე დღე. რამდენიმე ადამიანისგან მაქვს მოსმენილი, რომ ნაციონალების შტაბში მიდის მსჯელობა იმაზე, რომ „ოცნება“ ვერ მოაგროვებს 45%–ზე მეტს, რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს წააგებს და მერე, რაც მთავარია, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაიწყება განცხადებები, ჩამოვა სააკაშვილი, მოჰყვება ამას რიგი სენატორების განცხადებები და წერილები, და ასე მოხდება ხელისუფლების ტრანსფორმაცია. ანუ, „ოცნებას“ გვერდზე გაწევენ და თვითონ მოვლენ. ეს სცენარი და სტრატეგია უკვე ჩანს“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, სცენარის ეს ნაწილი 1–2 კვირაში გამოჩნდება, როდესაც აშკარა გახდება რა მიმართულებით მიჰყავთ პროცესი. ზარდიაშვილი ელოდება, რომ იქნება ვითრების მუდმივი დაძაბვა და არ არის გამორიცხული არჩევნების დღეს პროცესების ესკალაცია. მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმეგებლობაა, რომ ეს არ დაუშვას და უზრუნველყოს, ამ მიმართულებით არ წავიდეს პროცესები. „ადვილი არ იქნება, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვს ხელისუფლებას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

trampi სამართლიანად ჩატარდება არჩევნები თუ არა ნაცებს, ეგ სუ დიშლაზე ჰკიდიათ .... იციან რომ მაინც ძაან პაზორნად წაააგებენ და აბა ეგ მაგათ
რაში აწყობთ?
ჰოოდა ესენი ეხლა მხოლოდ იმასა გეგმავენ, მეორე დღიდან აურზაური როგორ მოაწყონ-----ანუ ვინ სად შეიკრიბოს, ვინ რომელ ფლანგიდან შემოუაროს პარლამენტს, ვინ მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს, ვინ საყვირი დააჭყივლოს, ვინ რომელ არასამთავრობოს ჩაუდგნეს სათავეში....
ვინ ამერიკის საელჩში გაააპროტესტოს შედეგები და ა.შ
მოკლედ აურზაურის ,, ფუნქციები,, უკვე ყველას განაწილებულები აააქვს.....
მთელ ე.წ. ოპოზიციამ(სინამდვილეში ქვეყნის მტრები) ჯამში მაქსიმუმ 15--20% მოაგროვოს...ეგეც ბევრია
აბა მაგათ ხმას ნორმალური ვინ მისცემთ??
ეგენი მეტს უბრალოდ ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიღებენ.....უბრალოდ არა მგონია საქართველოში მეტი რაოდენობის ჭკვა ნაღრძობი იყოს.....
მაგათ იმდენი აფუჭეს საქართველოში, იმდენი რომ მაგათ ჭკვანაღრძობის ხალხის მეტი(პლიუს მათგან დავალებული ხალხიც) სხვა არავინ მისცემს ხმას.
მაგრამ უბედურება ისააა რომ.......................... ესენი იმათზე არანაკლები უვარგისები არიან!!!
და ვის უნდა მისცეს კაცმა ხმა უბრალოდ არ ვიცი...
აქ ადრე ერთი კარგი იუზერი გვყავდა ,,ნატალი,, 2013 დან-ვე ერთერთი პირველთაგანი ამტკიცებდა რომ---- ამათ ნაცები ბუებად სჭირდებათ იმათ ფონზე ესენი კარგებად რომ გამოჩნდენო...ეგრე გამოვიდა
მით უმეტეს, ესენი რომ კარგად გარეცხო, გადაკრასკული ნაცები არიან და აბა ამათგან რა ხეირი იქნებოდა?? ..
..ერთადერთი პლიუსი ამათ ის ააქვთ რომ ხალხს ქუჩაში არ დასდევენ და არ ხოცავენ....და კიდევ ხალხს რომ არ აყაჩაღებენ და ღამღამობით ხალხი ნოტარიუსებში რომ არ დაჰყავთ.......(მაინც რა იყო ის ღამღამობით ნოტარიუსები................. ჰაააა??)
ანუ ცნობილი გამოთქმისა არ იყოს----- ერთი შეწვი მეორე მოხარშე, ამათზე ზედ გამოჭრილია
არადა ხშირად ვფიქრობ ხოლმე............... მართლაც და რა უბედური გზააა აქვს საქართველოს გამოვლილი ამ საუკუნეების მანძილზე..... ჯერ მარტო ამ ბოლო 35 წლის მანძილზე რა აღარ გამოვიარეთ და წარმოიდგინეთ თუნდაც ჩვ წ. აღრცხ .20 საუკუნის მანძილზე რას აღარ გამოივლიდა??....
მუხრანის ლექსი როა ,, შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო......,,ეგრეა, ეგრე
ესენი კიდევ სკამებისთვის იკლავენ თავს...
...ჰოოოდა აი იმ სკამებზე უნდა დაააჭყლიტო ყველა....
3 წლის უკან
trampi დაჟე შეიძლება მომავალ აურზაურში ამერიკის საელჩოსაც ,,რაღაც ფუნქციები,, ჰქონდეს მინიჭებული ...
.ისე .არააა მაგათგან არაფერი გამორიცხული
3 წლის უკან