შმატრიოტები - ამ აღწერით გამოქვეყნა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერის ფოტო Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“.