„სიმართლე გითხრათ, თავიდან „ფეიკი“ მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერს.
„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“.
გეთანხმებით გადაჭარბებული ქმედებაა, მაგრამ ამდენი მკვლელობები, თვითმკვლელობები, ავარიები და ათასი უბედურება ესეც პირდაპირ რუსეთის (ირიბად, რა თქმა უნდა) ბრალია?