ვითომ გონიერი ერი ვართ და შეხედეთ ახლა, თუ კარგად გვინდა, რომ ვიცხოვროთ, შეიძლება როგორც ახლა ვჭამთ ერთმანეთს? შეიძლება ბოროტებამ და ერთმანეთის აუგმა კარგი მოგვიტანოს? თავი არ მოვიტყუოთ. ჩემს ერს ვუსურვებ, ქალბატონების ერთგულება და სიყვარული მოგვანიჭოს ღმერთმა და ყველანი კეთილგონიერები გავმხდარიყავით,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე იქადაგა.
მეუფემ მადლობა გადაუხადა ტაძარში შეკრებილ მრევლს.
„საოცარი სტუმართმოყვარე ერი ვართ. როგორ გვიჭირს საუკუნეების განმავლობაში, მტრების გარემოცვაში და მაინც რამდენი ერი მოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად და ღირსეულად ცხოვრობენ.
შეხედეთ სავსეა ტაძარი. ამისთვის მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ხალხს უშლიდა ეკლესიაში სიარულს. რომელიღაც ქართველმა, გვარი არ მასხსოვს, ბბს- ს მისცა ინტერვიუ, ხალხმა დაიჯერაო, ქართველი ხალხი გონიერიაო და აღდგომის წირვაზე არ მივიდაო.
სტატისტიკას გავიხსენებ, 100 ათასზე მეტი ეზიარა აღდგომის ღამეს, ქართულ ეკლესიებში.წარმოიდგინეთ, როდესაც მანქანით გადაადგილება აკრძალული იყო, ხალხი მიდიოდა თავიანთ ტაძრებში 12- 15 კილომეტრი ფეხით და დილის ექვს საათამდე დავრჩით. უნდოდათ სხვა და გამოვიდა სხვა. პირველი მარტიდან რომ დავიწყოთ, ძალიან დიდი იყო ეკლესიაში სიარული.
კვირა დღიდან რომ დაიწყო, იცით რომ ძალიან აუცილებელია- ხოლმე, მაგას დააკვირდით, პირველ კვირაში, ადრიატიკელის კანონზე ყოველთვის იარეთ. ეგ სინანულით აღგვავსებს. ბზობაზე რამდენი ხალხი იყო, რამდენი ეზიარა, ასევე დიდ ხუთშაბათს, შაბათსაც ბევრი ეზიარა.
როგორ შეიძლება, რომ ღვთისმოყვარე ქართველმა ადამიანმა, ვიღაცეების ინსტრუქციაზე იაროს. წავიდა ის დრო, როდესაც ღმერთისგან დაშორება უნდოდათ ქართველი ადამიანის.
კიდე ერთხელ გეუბნებით, სიფრთხილე აუცილებელია უნდა ერთმანეთს გაუფრთხილდეთ. შეიძლება არ გვეშინოდეს.ჩვენს ეკლსიას არ შეურცხვენიხართ, ჩვენი სახელმწიფო გამარჯვებული გამოვიდა.
ექიმებს თავის დამსახურება აქვთ, მაგრამ რომ არა ღმერთი , ვინ გვიშველიდა და დაგვეხმარებოდა.იმათაც პატივი მივაგოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროც ბევრს შრომობდა, სუსიც სხვათა შორის, ჯარიც. ზედმეტობა არსად არ ვარგა, ზერელობაც არსად არ ვარგა.
კახეთს შეხედეთ, მოსავალიც როგორი მოგვივიდა, ხელი ხომ გვეშლებოდა.ვერ მივდიოდით დასამუშავებლად და ცოტა თუ მოვიდა სადმე, ფასმა მაგიც გამოასწორა.
ეხლა რთველი გვექნება კიდე და მადლიერები უნდა ვიყოთ ღმერთის.მადლობა კიდე იმ ხალხს, ვინც დაგვეხმარა ეკლესიების გავსებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალგაზრდობას ცოდნა- განათლება მივცეთ.
არ უნდა ჭირდებოდეთ, რეპეტიტორებთან სიარული, სკოლაში ისეთ განათლებას უნდა იღებდნენ. სკოლა ყველას გვაქვს დამთავრებული და საბჭოთა სკოლა რატომ უნდა სჯობდეს თავისუფალი საქართველოს სკოლას. მაშინ მასწავლებელი რომ იყო, წმინდანებად მიგვაჩნდა და დღეს შეხედეთ, საწყალი მასწავლებლები.
ბოლოს ცოტა გამოუსწორდათ, მაგრამ კიდე არ აქვთ ანაზღაურება, რაც უნდა ჰქონდეთ. არ უნდა ფიქრობდეს რა აჭამოს და სხვა რამით არ იყოს დაკავებული. მერე ვერ არბენინებენ სხვა საქმეებზე, მარტო გააკეთებს იმას, რომ მიხედოს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას.
მადლობელი ვარ თქვენი, როდესაც დიდ ტაძარში რომ ვწირავ – ხოლმე, ათასი კაცი მოდის. კიდევ ერთხელ, მადლობა იმ ხალხს, რომელიც გიშლიდათ ტაძარში მოსვლას, პირიქით ტაძარში მოგიყვანათ“,- ბრძანა ეპისკოპოსმა.