ვინ არის თემურ ჭანუყვაძე, რომელიც ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო

ვინ არის თემურ ჭანუყვაძე, რომელიც ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. თემურ ჭანუყვაძე თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, რომელსაც გარდაცვლილთან რამდენიმე წლიანი ურთიერთობა ჰქონდა.

თემურ ჭანუყვაძე სამართალდაცველებმა უკვე გამოკითხეს და ოქმი საქმის მასალებშია. პროკურატურაშია ასევე, ალბომი, სადაც ბაჩალიაშვილისა და მისი შეყვარებულის ფოტოსურათებია.

„თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში, უაღრესად კარგი პიროვნება. მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თამუნამ აირჩია კარიერა. არსებობს მთელი ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული სურათებია, განსხვავებით ბაჩანასგან და იმ უფროსისგან, ვისაც აბრალებენ რომ თამუნას მოწონდა. მე წავიკითხე თემურის ჩვენება და ის ნამდვილად ღირსეული ადამიანია. გაასაჯაროვონ სატელიტების ჩანაწერები, როცა მანქანა არ დგას იმ ადგილას, ეს უკვე მტკიცებულებაა რომ მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება. ასევე, მოხდეს იმ სამი მაღალჩინოსნის დასახელება, ვინც გამოასალმა ჩემი შვილი სიცოცხლეს,“- განუცხადა თეონა თამაზაშვილმა „მთავარ არხს“.