„დააკვირდით ნაცების შხამიანი პროპაგანდის პრინციპს: შაქარაშვილის საქმეზე, დაზარალებული ოჯახი ვერ აიყოლიეს, რის გამოც ახლა მათ ლანძღავენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"დააკვირდით ნაცების შხამიანი პროპაგანდის პრინციპს: შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული ოჯახი ვერ აიყოლიეს, რის გამოც ახლა მათ ლანძღავენ და, სამაგიეროდ, მკვლელობაში ბრალდებულებს იცავენ;
ბაჩალიაშვილის საქმეში პირიქით - დაზარალებულის პოზიცია მოსწონთ და ზედ დაჰფოფინებენ.
რაში ვერ აიყოლიეს შაქარაშვილები და რა მოსწონთ ბაჩალიაშვილების? სახელმწოფოზე შეტევაში მონაწილეობა, თორემ ერთი გარდაცვლილიც ფეხებზე ჰკიდიათ და მეორეც ამ გარეწრებს", - წერს ნაცვლიშვილი.