"მაესტროს" ეთერში, გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" გავიდა სიუჟეტი, რომლის დროსაც მაყურებელმა მოისმინა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ჟურნალისტთან საუბრის ფარული ჩანაწერი.
მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ "საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც".
ამან თბილისის მერი აღაშფოთა. "გამახსენდა ერთი მართლმადიდებლური ხატი - მეორედ მოსვლის. ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო ხატია. მასზე ერთ მხარეს არის ჯოჯოხეთის, ხოლო მეორე მხარეს - სამოთხის გზა და ორივე მიმართულებით პირველ რიგში დგანან სასულიერო პირები. ძალიან დასანანი და სამწუხაროა,
როდესაც სასულიერო პირი ასეთი ტყუილისა და ცილისწამების უფლებას აძლევს თავს", - აღნიშნა უგულავამ. თავად ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტს უგულავას განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, რადგან ეს უკვე კინკლაობის ფორმას მიიღებს. მეუფე მიიჩნევს, რომ„"მაესტროს" ეთერში გასულმა სიუჟეტმა ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა და თავად მეუფე ხელისუფლებასთან დააპირისპირა.