“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი.”- ამის შესახებ განაცხადა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ.
მან “ქართული ოცნების” მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა, მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობების მოცემისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს.”-განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.