“ქართული ოცნების “ ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მან, ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება.
“დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები. პირველი შეხვედრა გვქონდა ურავლის ადმინისტრაციული ერთეულის, ხეოთის, ნუსხისა და ურავლის მოსახლეობასთან. ძალიან საინტერესო შეხვედრები გამოვიდა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ასევე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს და რომელიც მოსახლეობასთან ერთად უნდა გადავჭრათ.”- განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.