"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში საღებავებით დასვრილი ბანერის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები... ჩვენი მიწების ჩამბარებლები! ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!", - წერს ინაშვილი ფეისბუქზე.