ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის პერსონა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ იმიტომ გააქტიურა, რომ ხვდება დაბალი რეიტინგი აქვს და ეშინია საკუთარი ელექტორატი „ევროპელებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ არ წაართვას. ამიტომაც შიდა ოპოზიციური ბრძოლა კიდევ უფრო გამწავავდება და „ნაციონალები“ ხელისუფლებასთან პარალელურად ომს ოპოზიციასაც გამოუცახდებს. მისი აზრით, ახლა „ნაციონალები“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატების დაყენებას დაიწყებენ, რაც პოლიტიკურად გამართლებული და ლოგიკური ქცევაა.
„რეზონანსი“ : მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებას რას უკავშირებთ და ხომ არ ფიქრობთ, რომ მისმა განცხადება „დაბრუნების“ შესახებ ოპოზიიცის ერთიანობას ხაზი საბოლოოდ გადაუსვა?
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილის გააქტიურების ერთადერთი მიზანი ისაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებზე უფრო მეტი ხმები აიღოს. ესაა უბრალოდ მოსახლეობაში ილუზიის გაჩენა, რომ ის დაბრუნდება. სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზე მუშაობს და არ აინტერესებს ამას „ოცნება“ როგორ და რა ფორმით გამოიყენებს.
სააკაშვილმა და მისმა პარტიამ შეატყო, რომ რეიტინგი დიდად სახარბიელო არა აქვთ. ამიტომაც გადაწყვიეტს, რომ თამასში სააკაშვილი სრულიად ღიად შემოვიდეს. ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ „ნაციონალური“ განწყობის მქონე ამომრჩეველი სხვადასხვა პარტიებში იშლება. „ევროპელები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მათ ამომრჩეველს ართმევს, აი ამ გასხვისებული ამომრჩევლის უკან დაბრუნებას ცდილობენ. ამის ერთ-ერთი ბერკეტი ისევ სააკაშვილის სახელის გააქტიურებაა.
„რ“: როგორ ფიქრობთ „ნაციონალები“ და „ევროპელები“ ერთმანეთს კოალიციურ ძალად აღიქვამენ და სწორედ ამიტომ არის, რომ მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო ღრმავდება?
რ.ს: ფიზიკურ დაპირისპირებაზე თუ გადავლენ თორემ, თითქმის ერთმანეთს მეტი არაფერი აღარ დააკლეს. რაც შეეხება შემდეგ პროცესებს, ბელორუსული პროცესები „ნაცინალურ მოძრაობასაც“ და დანარჩენ ოპოზიციასაც წაახალისებს.
ისინი ეცდებიან, რომ არჩევნების მიმართ უნდობლობის მიზეზები იპოვონ. შემდეგ კი ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ქუჩის პროცესი დაიწყება და მაშინ შეიძლება ყველა ეს ყოფილი პარტნიორები გაერთიანდნენ. ქუჩაში ყოველთვის არის საფრთხე, რომ თუ რომელიმე ძალა გაიმარჯვებს, გამარჯვვების დროშის მატარებელი ის აღმოჩნდება.
„რ“: ამ დაპირისპირებით არ ფიქრობთ, რომ „ოცნება“ ისარგებლებს და ივანიშვილი არჩევნებისთვის შეეცდება, რომ როგორმე ოპოზიციური პარტიები გადაიბიროს? ის ასე გულხელდაკრეფილი ხომ არ იჯდება, მას რა თქმა უნდა, ყველა გეგმა განხილული აქვს?
რ.ს: რა თქმა უნდა, ივანიშვილსაც ექნება სამოქმედო გეგმა. თუმცა ჯერჯერობით რასაც ვხედავ, „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ოპოზიცია საერთოდ არ დასჭირდება და საკმარის ხმებს აიღებს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მმართველი გუნდი საკუთარ მიზანს მიაღწევს. ხოლო თუ გაუჭირდება, თამაშის სხვა ხერხებს მერე მიმართავენ. კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება რამდენიმე თვე გრძელდება ხოლმე და დარმწუნებული ვარ ამ დროში ივანიშვილი და მისი გუნდი პარტიების გადაბირებას შეძლებენ.
„რ“: ფიქრობთ, რომ ეს დაპირისპირება „ნაციონალებს“ უბიძგებს იმისკენ, რომ თბილისში შეთანხმებულ მაჟორიტარებზეც კი უარი თქვან და ყველგან თავისი კანდიდატები დააყენოს?
რ.ს: რა თქმ უნდა, პროცესი უკვე იქითკენ მიდის, რომ ყვველამ თავისთვის მაქსიმალური ხმა აიღოს. ხოლო ერთმანეთისთვის ხმების ჩუქება არ დაიწყონ. ერთადერთი აზრიანს „ნაციონალები“ რასაც გაკეთებენ ის იქნება, რომ საკუთარ ხმებს და მანდატებს სხვებს არ აჩუქებენ. სხვა მხრივ ყველაფარი არადამაჯერებელია. სააკაშვილის პრემიერობა კი საერთოდ ღიმილის მომგვრელია.