„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ 7 სექტემბერს წარადგენს.
როგორც „ქრონიკას“ პარტიის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, სააკაშვილმა გადაწყვიტა თავისი პოლიტიკური საქმიანობა საქართველოში გააგრძელოს.
„ლოგიკური იქნებოდა ამ საარჩევნო კამპანიისას მიხეილ სააკაშვილი დასახელდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. როგორ და როდის მოხდება, ამის შესახებ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საბოლოო თანხმობა მისი მხრიდან არის გასაკეთებელი, თუმცა გუშინდელი განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ დასტურად", - აცხადებს რომან გოცირიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსაც და ჩრდილოვან კაბინეტსაც.