მიხეილ სააკაშვილი:  ზოგიერთი ჩემი მეგობარი გლოვობს ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან, მინდა მათ ვუთხრა: ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც

მიხეილ სააკაშვილი:  ზოგიერთი ჩემი მეგობარი გლოვობს ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან, მინდა მათ ვუთხრა: ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც

ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც. ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, დღეს იყო ბევრი დამწუხრებული კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით მისი განცხადების გამო.

„ზოგიერთი ჩემი უკრაინელი მეგობარი უბრალოდ გლოვობს ჩემს „გამომშვიდობებას“ უკრაინასთან. მინდა მათ ვუთხრა: თავი მაღლა ასწიეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოშიც და უკრაინაშიც. ჩვენ გავიმარჯვებთ იქაც და იქაც. ჩემთვის ამ ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ეს ჩემთვის ერთი ბრძოლაა და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.