„ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით, გიორგი ვაშაძეს ისანში კორნკურენტ კანდიდატს იმიტომ უყენებენ, რომ მათ ამ ოლქში მაღალი ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ. „თუ დავაყენებთ ისანში კანდიდატს იქნება იმიტომ, რომ ამ ოლქში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რაც პროპორციული სიის ნაწილში ძალიან დაგვეხმარება და ჩვენ ვიყურებით მოგებისთვის", - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან".
აქამდე „ნაციონალურ მოძრაობა" ამბობდა, რომ მათ არასწორად მიაჩნიათ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს" თბილისის ორ ოლქში ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატი - საბურთალოზე თაკო ჩარკვიანი და ისანში გიორგი ვაშაძე, რომელსაც ასევე გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს მხარს და საერთო კონსესუსითაა არჩეული.
როგორც ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან" ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა" ორიენტირებულია პროპორციულ სიაზე. გარდა ამისა, მათ არასწორად მიაჩნიათ ვაშაძის ამბიციები პრემიერ-მინისტრობაზე. დეკანოიძის თქმით, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
„გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს დღეებში, შტაბებთან შეხვედრებს ვატარებთ, ხალხის აზრი გავინტერესებს.
„გიორგიმ თავად დატოვა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი, მათ შორის შეუთანხმებელი მოსაზრებების გამო. რომელზედაც ვერ შევთანხმდით ჩვენ. გარდა ამისა მის პარტიას და ბლოკს ჰყავს ორი კანდიდატი, ჩვენს პარტიასაც ასევე, ანუ დაირღვა კონფიგურაცია ჩვენსა და მას შორის. მე არ მგონია, რომ ერთობიდან უნდა გახვიდე თუ სიაში ცხრა ადგილს არავინ გაძლევს.
„მთავარი იყო ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ ჩააყენეს საქმის კურსში, ისე დაასახელეს ვაშაძე მისმა თანაგუნდელებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
„ჩვენ არ ვუყურებთ ამ ამბავს დრამატულად, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა კანდიდატებს. თუ დავაყენებთ ისანში კანდიდატს, იქნება იმიტომ, რომ ამ ოლქში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რაც პროპორციული სიის ნაწილში ძალიან დაგვეხმარება და ჩვენ ვიყურებით მოგებისთვის. არც გიორგი და არც სხვა ადამიანი, ვინც ბიძინაივანიშვილს არ წარმოადგენს ჩვენთვის არ არის მოწინააღმდეგე. ამიტომ თვითონ ადრამატულებს, დაწყნარდეს, დამშვიდდეს და მიხედოს თავის არჩევნებს. მგონი გვაქვს უფლება ახმელა პოლიტიკურ პარტიას, რომ პროპორციული სიისთვის მაქსიმალურად ვიბრძოლოთ.
„ვაშაძეს ეჩვენება, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება, რაც შეურაცხყოფაა ამომრჩევლის. ჩვენ ისნანში კანდიდატის დაყენებაზე ვმსჯელობთ ორი კვირაა, უბრლალოდ ახლა გახნდა პრესისთვის ცნობილი.
„ისანი არის „ნაციონალური მოძრაობისთვის" მაღალი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე ოლქი და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პროპორციული სია მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში", - ამბობს ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან".
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა" ვაშაძეს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევაში, რადგან მან 27 ივლისს კოალიცია „ძალა ერთობაშია" დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბა. გიროგი ვაშაძე „ძალა ერთობაშიადან" წამოსვლის შემდეგ არაერთხელ გამხდარა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდიან საჯარო კრიტიკის ობიექტი. პარტიის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი წასვლა "ბნელ მხარეზე" გადასვლად შეაფასა.