საქართველოს კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს წითელჯვრიანი დროშის გამოყენების პირველობაში ედავება.
ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილს ახსენებს, რომ ის ისტორიული წითელჯვრიანი დროშა, ისევე როგორც ბაგრატოვანთა გერბი, რომელთა სახელმწიფო სიმბოლიკის დამტკიცების თაობაზეც მიდის საუბარი, 1989 წლიდან პირველი სწორედ მათ გამოიყენეს.
„ჩვენ, როგორც მონარქისტები მივესალმებით ამ ისტორიული და ღირშესანიშნავი დროშისა და გერბის სახელმწიფო სიმბოლიკად დაკანონების პერსპექტივას, მაგრამ ელემენტარული ზრდილობის საკითხი იყო, რომ ჩვენთვისაც ეკითხათ ამ მხრივ რამე“, - განაცხადა მან გუშინდელ პრესკონფერენციაზე.
ჟორჟოლიანმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ისტორიულ დროშას „ამოფარებული“ „ნაციონალები“ ხალხს არ მოატყუებენ და ღირშესანიშნავ სიმბოლიკას ბოროტად არ გამოიყენებენ.