სააკაშვილის სინანული

სააკაშვილის სინანული

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი ნანობს, რომ ზედმეტად ენდობოდა შსს-სა და პროკურატურის ზოგიერთ თანამდებობის პირს.

"პროგრესის, აყვავებისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე იყო შეცდომებიც. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა, თუმცა არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ მსურდა ხალხისთვის დამებრუნებინა სიამაყე და ძალაუფლება.

"არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ გავანადგურე ორგანიზებული დანაშაული, ამოვძირკვე ელიტური კორუფცია და ავაშენე ახალი ქალაქები. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ მოვიარე ქვეყანა, რათა მსოფლიოს სამსჯავროზე გამეტანა ჩვენი საერთო საქმე - ჩვენი სამშობლოს დაცვა ძლიერი მტრებისგან","- განაცხადა სააკაშვილმა პრეზიდენტის რანგში თავისი უკანასკნელი მიმართვისას.

მისი თქმით, დასვენება არ სჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც მოსახლეობამ უნდა დაისვენოს მისგან.

 

 

 

 

ძია მიხო არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ მსურდა ხალხისთვის დამებრუნებინა სიამაყე და ძალაუფლებაო, გვეუბნება ბატონი მიშა. ამაში ის, როგორც ჩანს, პრეზიდენტის პოსტზე თავის მოღვაწეობას გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას იგი მას შემდეგაც ცდილობდა რაც პრეზიდენტობა დაატოვებინეს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ის ხალხს არიგებდა: ვიცი რომ გიჭირთ და გასწავლით როგორ გამოხვიდეთ მაგ . ადით ბოტანიკური ბაღის თავზე რომ ბიძინა ცხოვრობს, ჩადით სარდაფში სადაც მას შვიდასი ათასი დოლარი აქვს შენახული, წაიღეთ და ოჯახს მოახმარეთო. ამით ბატონი მიშა ეტყობა არსენას ბაძავდა, გახსოვთ არსენამ რომ დაიბარა: "ჩემი შვიდასი თუმანი კასპში ერთ დიდ კლდეში დევსა, საწყალსა და გაჭირვებულს მიეცეს და მოხმარდესა". ასეთი გულუხვი და მზრუნველი პრეზიდენტი არ დავაფასეთ!
4 წლის უკან