"არა მგონია, "ოცნებამ" გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას, რაიმე არგუმენტი მოუძებნოს. ან, რატომ უნდა გადაგეს გახარია, ეს ჩემი აზრით არალოგიკური იქნება. თუმცა, "ქართული ოცნება" და ივანიშვილი ლოგიკას არ ექვემდებარება"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
"ოცნებაში" პრემიერ გახარიას შესაძლო გადაგომას კატეგორიულად უარყოფენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია არის ყალბი და კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გავრცელებული.
"არავინ არსად არ მიდის, გახარია არის პრემიერ- მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე არჩევნებში, როგორც პრემიერი. ამ ყალბი ინფორმაციის შემქმნელი არის ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები"- აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულაკიანი.
"თუ "ქრთული ოცნების" პრაქტიკას გავიხსენებთ პრემიერების გადაგომასთან დაკავშირებით, მხოლოდ კვირიკაშვილის შემთხვევაში გაკეთდა განცხადება, რომ თითქოსდა მიზეზი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით.
"არც ღარიბაშივილისა და არც ბახტაძის გადაგომის შემთხვევაში განცხადებები არ გაკეთებულა, ბახტაძეს საერთოდ არაფერი უთქვამს ისე წავიდა. ალაბთ გახარიას შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა, არანაირი განცხადება "ოცნების" მხრიდან არ გაკეთდება და გახარიას პრემიერობა ისე დასრულდება, როგორც მისი წინამორბედების.
"მე პირადად, ეჭვი მეპარება, რომ "ოცნებამ" ეს ნაბიჯი გადაგას, ან რაიმე არგუმენტი მოუძებნოს პრემიერ-გახარიას გათავისუფლებას. გახარია წარმატებული პრემიერ- მინიტსტრია პანდემიასთან ბრძოლაში, მაგრამ მას აქვს პრობლემები და ექნება პრობლემები სოციალ-ეკონომიკურ საკითხებში.
"თუმცა, ამ ეტაპზე მისი გადადგომა წამგებიანი იქნება "ოცნებისთვის" და ჩემი აზრით ალოგიკური, მაგრამ "ოცნება" და ივანიშვილი ლოგიკას არ ექვემდებარება.
"გახარიას არა აქვს დღეს იმდენი პოლიტიკური კაპიტალი, რომ თავისი პოპულარობითა და პოლიტიკური წონით პრობლემები შეუქმნას ივანიშვილს. შეიძლება გახარია პარტიას სჭირდება წარმატებისთვის, მაგრამ ქვეყანას არ სჭირდება წარმატებული პრემიერი?
"აქაც ხომ ლოგიკა არ არის. გახარიას გადაგომას აუცილებლად გამოიყენებს ოპოზიცია პიარისთვის და მიაბავს 20 ივნისის მოვლენებს. ამ თემას ოპოზიცია ხელიდან არ გაუშვებს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, გახრიას შესაძლო გადაგომა არის ჭორი, რომელსაც შეიძლება თავად ხელისუფლება ავრცელებს უფრო პრობლემური საკითხების გადასაფარავად.
"ეს ინფორმაცია მგონია ჭორი და შეიძლება თავად ხელისუფლებას აწყობას ამ ჭორების გავრცელება, რათა უფრო პრობლემური საკითხებიდან გადაიტანოს ყურადღება.
"მაგრამ, თუ ზოგადად ჩაფიქრებული აქვს ეს საკითხი, არ არის გამორიცხული, რომ როდესაც "ოცნების" საარჩევნო სია შედგება, გახარია ამ სიაში პირველი იყოს.
"ჩემი აზრით, გახარია პანდემიასთან ბროლის საქმეში წარმატებული იყო, მაგრამ ივანიშვილი ყველა პრემიერს უყურებს როგორც დროებით მენეჯერს, მისთვის მიუღებელია ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და ამ სისტემაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არაფორმალური მმართველობა, სერიოზული პოლიტიკური ფიგურა ვერც გამოჩნდება"- განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.