მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მხრიდან კრიზისულ მენეჯმენტთან დაკავშირებით არც ერთი კრიტიკული შენიშვნა არ გახმაურებულა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მხრიდან კრიზისულ მენეჯმენტთან დაკავშირებით არც ერთი კრიტიკული შენიშვნა არ გახმაურებულა

ოპოზიციის მხრიდან არ გახმაურებულა არც ერთი კრიტიკული შენიშვნა კრიზისულ მენეჯმენტთან დაკავშირებით - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, იყო სხვა თემები, თუმცა უტრირებული.

„როგორც ჩვევიათ ხოლმე და აქვთ ნიჭი, გამოიგონონ პრობლემა, შემდეგ გაბრაზდნენ ამ პრობლემაზე და ასე მიაწოდონ თავისი გაბრაზებული პოზიცია საზოგადოებას“- აღნიშნა მდინარაძემ.

პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. „ის ფაქტი, რომ დღეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა და ნათლად გამოიკვეთა, რომ ეპიდემიის ამ პირველ ეტაპს საქართველოს ხელისუფლება კრიზისული მენეჯმენტის მეშვეობით წარუძღვა კარგად და შეკავება შეძლო კარგად. ეს ნიშნავს ერთ კონკრეტულ სერიოზულ გამარჯვებას, მაგრამ ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია სოციალური ფონის გაუარესება, თუნდაც ფასების ზრდა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შემოდგომამდე ყველა საჭირო ღონისძიება გავატაროთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ზეწოლა საქართველოს მოქალაქის ჯიბეზე იყოს რაც შეიძლება ნაკლები. თუ ვინმე ამბობს, რომ 300-ლარიანი დახმარება, მხოლოდ კომუნალური დახმარება და ა.შ. არ არის საკმარისი, ის შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ყველას კარად უნდა გევსმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება თვაისი შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქემ, რომელმაც დაკარგა სამსახური, რომელიც შეხვდა პრობლემას, რამენაირად გვერდით დაუდგეს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.