„ვინც ფიქრობს, რომ საგარეო ფაქტორებზე არა ვართ დამოკიდებული, ძალიან ცდება“

„ვინც ფიქრობს, რომ საგარეო ფაქტორებზე არა ვართ დამოკიდებული, ძალიან ცდება“

ახალი კორონავირუსისგან მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისა და კრიზისული სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ქვეყნის მაშტაბით, 22 მაისს 00.00 საათზე დასრულდა. ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეიმუშავეს ცვლილებათა პაკეტი, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, პანდემიის დროს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას, ან დამტკიცებას გულისხმობს. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საუბარია გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული, ან ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა მინიმალურ შეზღუდვებზე, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონით, მთავრობას, მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობის ვადის მიღმა შეზღუდვა 15 ივლისამდე შეეძლება, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ისინი თვლიან, რომ აღნიშნული კანონი ანტიკონსტიტუციურია და მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, დაავადების საფრთხის შესამცირებლად და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად, ალტერნატივა პარლამენტს არ გააჩნდა.

რა შეიძლება მომხდარიყო, თუკი პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებდა? აქვს თუ არა ოპოზიციას კონკრეტული შეთავაზება, როგორ აფასებს პრეზიდენტის ნაბიჯს ე.წ. პოლიტპატიმართა გათავისუფლებასთან დაკავშირებით? გადაიხედება თუ არა ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტები კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით და რატომ საყვედურობს ქართულ მედიას გიორგი ვოლსკი - ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის დამოკიდებულება მიღებული კანონის მიმართ, სერიოზულ საფუძველს აჩენს, ვიფიქროთ, რომ ისინი კვლავაც ცდილობენ, დესტრუქციული გზით გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა და ნებისმიერი ჩვეული მეთოდებით სპეკულირებენ, რათა შემოდგომაზე არჩევნები არ გაიმართოს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რასაკვირველია, საფრთხეს შეიცავს და თან დიდ საფრთხეს, რადგან მსოფლიოში დაავადებულთა რიცხი ჯერ კიდევ ყოველდღიურად იზრდება, იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც, რაც არამხოლოდ ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური, თუნდაც პოლიტიკური და სამხედრო საფრთხის შემცველია. საქართველო მსოფლიოს ნაწილია, სადაც ამ საფრთხეებს მეტ-ნაკლებად კარგად ვუმკლავდებით. მეტ-ნაკლებად-მეთქი, ვამბობ, რადგან არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, რომ ჩვენ მათზე უკეთესები ვართ. ამ შემთხვევაში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ვგულისხმობ.

კანონი, რომელიც მივიღეთ, 2007 წლის კანონის საფუძველზეა აგებული და სერიოზულ ბერკეტებს აძლევს მთავრობას, იმოქმედოს შესაბამისად, თუკი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და რაც მთავარია, მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. აღნიშნულის მეშვეობით, საგანგებო ვითარების მოხსნის პირობებში, მთავრობას ექნება საშუალება, მართოს სიტუაცია იმგვარად, რომ არ დაემუქროს დაავადების საფრთხე საზოგადოებას, რომ დაავადების მართვა უკონტროლო არ გახდეს.

სხვა ალტერნატივა თუ არსებობდა, ბატონო გია?  რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ამ კანონს არ მივიღებდით და, თუ ყველა შეზღუდვა გაუქმდებოდა?

- ამ შემთხვევაში, არსებული ვითარება შექმნიდა იმის აუცილებლობას, რომ საგანგებო მდგომარეობა დარჩენილიყო ძალაში, თუნდაც რომელიმე რეგიონში, რომელიმე ქალაქში, რაც უკვე იქნებოდა იმის წინაპირობა, რომ პარლამენტს ვერ განეხილა საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო თემასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებობდა მესამე გზაც, მოგვეხსნა ყოველგვარი შეზღუდვა და ძველებურ რეჟიმში გაგვეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ შემდეგ ამას, შესაძლოა, ისეთი შედეგები მოჰყოლოდა, რომ საერთოდ დაგვიწყებოდა არჩევნებიც, „ოცნებაც“, ოპოზიციაც და პოზიციაც... არის ასეთი გამოცდილება უცხოეთის ქვეყნებში, ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში და ამიტომ ვამბობ.

კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა ოპოზიციას ამ კანონის ჩანაცვლებისა?

- ოპოზიცია აპელირებს იმაზე, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია, რადგან მოქალაქეების გარკვეულ უფლებებს ზღუდავს და ეს შეზღუდვები ხელისუფლებას თითქოს იმისთვის სჭირდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენოს. თუმცა, მათ არა აქვთ პასუხი კითხვაზე, სხვა რა ალტერნატიული საშუალება არსებობს სიტუაციის დასარეგულირებლად, რას გვთავაზობენ?! ვერც იმას ამბობენ, რომ საფრთხე რეალურად არ არსებობს, ვერც იმას ამბობენ, რომ საგანგებო ვითარება უნდა დაგვეტოვებინა, ამბობენ მხოლოდ, რომ ამ კანონით კონსტიტუცია ირღვევა.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის თავისუფლებას ზღუდავ, ან უნდა დაავალო მთავრობას ამის გაკეთება და დაუწესო გზები, რა გააკეთოს, ან უნდა მიიღო საგანგებო ვითარების რეჟიმი, აი, ეს არის კამათის თემა. მთავრობა, რასაკვირველია, ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს, ის პარლამენტში წარსდგეს, რადგან შემდეგ ამას მოჰყვება განხილვები, თანხმობა-წინააღმდეგობა, გაიწელება პროცესი და მხოლოდ დროს დავკარგავთ. ჩვენ ვთქვით, რომ მოდი, ეს უფლებები მივცეთ მთავრობას 15 ივლისამდე, ამ პერიოდში კი, მოვასწროთ საარჩევნო კოდექსის და შესაბამისად, კონსტიტუციის ცვლილებები, რათა საგანგებო ვითარებამ ხელი არ შეგვიშალოს. ეს არის რეალური სურათი.

აღნიშნულ სხდომაზე თქვენ ასევე მიიღეთ „ტყის კოდექსი“, რასაც ოპონენტების მხრიდან არანაკლები ხმაური, უნდობლობა და დაპირისპირება მოჰყვა. ცოტა რამ მის მნიშვნელობაზეც რომ გვითხრათ და განმარტოთ, რა შემთხვევაში გადაეცემა მიწები ეკლესია-მონასტრებს?

- „ტყის კოდექსის“ მიღება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკოლოგიისთვის და გულსატკენია, რომ ამ თემაზე მსჯელობა მთელ ქართულ მედიაში, მხოლოდ ერთი შეკითხვით შემოიფარგლა, - კანონიერად გადაეცემა თუ არა ეკლესიებს ეს მიწები?! ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა ეკლესიამ, სახელმწიფოსგან რაღაც პრივილეგიით გადაჭარბებულად ისარგებლა, ვითარება კი სულ სხვაა. ეკლესიასთან ბრძოლის ერთ-ერთ სერიოზულ მექანიზმად გამოიყენეს ეს კანონპროეტი, იმის მაგივრად, რომ იმ სიკეთეებზე ესაუბრათ, რასაც ის ჩვენს საზოგადოებას მისცემს. რეალურად, ეკლესია-მონასტრებს აქვთ თავიანთი მიწა და ამის დამტკიცებას შეძლებენ უკვე სამართლებრივად, თორემ დამატებით არაფერი გადაეცემა მათ. გარდა ამისა, კანონის გათვალისწინებით, მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიარონ იმისათვის, რომ ის დაიმტკიცონ, ისევე როგორც შეუძლია დაიმტკიცოს ნებისმიერ სხვა პირს, ვისაც ეს მიწა გააჩნია.

ტყის კოდექსის კრიტიკის მიზანი მხოლოდ ერთია, - შეტევა ეკლესიაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ საყრდენზე. გარდა ამისა, სად გინახავთ, რომ ეკლესიას ტყეში შესვლა აეკრძალოს ვინმესთვის, ან ხე მოეჭრას და გაეჩანაგებინოს, განსხვავებით იმისგან, რაც გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვინც ამ თემაზე დავობს და გვეჩხუბება.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მან აღასრულა ოპოზიციის და მათთან დაახლოებული სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნები და გაათავისუფლა ციხიდან მათ მიერ პოლიტპატიმრებად შერაცხული ადამიანები. აქვე მინდა გითხრათ, რომ არ არის სასიამოვნო სუვერენული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში მსგავსი ჩარევა, რაც ჩვენ ბოლო დროს ვიხილეთ ევროპარლამენტარებისა თუ ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან. ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით?

- ისეთი სურათის დახატვა, რომ რამდენიმე ადამიანის გაშვება იყო პრეზიდენტის ჩანაფიქრი, თავშივე არასწორია, რადგან როდესაც პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა, გაუზიარა ის სახელმწიფოს მმართველობის სხვადასხვა რგოლს და ასევე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელს, მაგრამ ამით ჩვენი დამოკიდებულება საკითხის მიმართ არ შეცვლილა. პრეზიდენტმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ჩათვალა საჭიროდ. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი მართებულია იმ მიზნით, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნას სპეკულაციის თემა, რასაც ძალიან წარმატებით იყენებს დღემდე ოპოზიცია და არ დავუტოვოთ მათ სავაჭრო საკითხი, როგორც სტარტეგიული დესტრუქციის განხორციელების საშუალება.

სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება და მის ობიექტურობაში ეჭვი არც პრეზიდენტს ეპარება, რის თაობაზეც მან განაცხადა კიდეც, ანუ მათი დანაშაულების საკითხი სასამართლოს არ გაუუქმებია.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულმა რამდენიმე უცხოელმა პარტნიორმა მართლია, არასწორი შეფასებები გააკეთა, მაგრამ საერთაშორისო დიპლომატიურ დონეზე არავის უთქვამს, რომ სასამართლოს არასწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, სწორედ იმის გამო მიესალმნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ სასპეკულაციო საკითხი აღარ რჩება რომელიმე პარტიას და საშუალება გვეძლევა, გავაგრძელოთ მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

რაც შეეხება რურუას, მის საქმეზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ და შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან სასამართლოზე ზემოქმედებად არავინ ჩათვალოს ჩემი პოზიცია. თუმცა, მათ საერთოდ არ აინტერესებთ რას ვიტყვი მე, თუნდაც შალვა ნათელაშვილი, ან მაჭუტაძე... სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც კანონს შეესაბამება.

ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის თემა, გეთანხმებით, მტკივნეულია, მაგრამ ეს არის მტკივნეული საკითხი არა მხოლოდ საქართველოსთვის! ბევრი მსხვილი სახელმწიფო, ხშირ შემთხევევაში, ურთიერთობის გარკვეულ კონფრონტაციულ რეჟიმში შედის, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის მოცემულობა. ვინც ფიქრობს, რომ საგარეო ფაქტორებზე არა ვართ დამოკიდებული, ძალიან ცდება. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მოცემულობიდან უნდა გავიდეთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი მიიღოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ. ეს არის რეალობა.

ბევრი სხვადასხვა აზრი წარმოიშვა მოქალაქეებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან, ზოგს სულ არ აინტერესებს და უბრალოდ, სპეკულირებს ამით, რადგან ძალიან ადვილი თემაა იმისათვის, რომ ვიღაც გააკრიტიკო, ზოგი მართლა გულით და ემოციურად განიცდის, მაგრამ ფაქტია, რომ შეფასება ამ ყველაფრისა, უნდა მოხდეს ოქტომბერში, როდესაც ადამიანები მოვლენ არჩევნებზე და იქ დაუსვამენ წერტილს ყველა საკითხს.

სწორედ თქვენი ამომრჩევლის უმრავლესობის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო, მართებული ინფორმაცია მიეწოდებინა პარტნიორი ქვეყნებისათვის გარკვეული ადამიანების დანაშაულების შესახებ, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოიძიეთ ძალიან ბევრი საქმე, რომ თქვენს მიერ გამოცხადებული კოჰაბიტაციით, მხოლოდ შეილახა მოსახლეობის ინტერესები და „ნაციონალური რეჟიმის“ რეალური სახე ჯერ კიდევ ვერ დაანახეთ დანარჩენ მსოფლიოს... რას იტყოდით ამაზე, ბატონო გია?

- დიახ, არის ასეთი მოსაზრებები. ზოგს გულწრფელად მიაჩნია, რომ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა არის მართებული, რადგან თვლის, რომ პატარა სახელმწიფოსთვის ძნელია, მუდმივად დაპირისპირებების რეჟიმში იცხოვროს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პრინციპულად არათუ ეწინააღმდეგებებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ შინაგანი ადამიანური ზიზღი აქვთ მათ მიმართ და ამის საფუძველიც გააჩნიათ. ჩვენ გვაქვს მაგალითები, თუ როგორ და რა მეთოდებით დაამარცხა მსოფლიომ, მაგალითად, ფაშისტური რეჟიმი, ან თუნდაც როგორ შეიცვალა აპარტეიდული რეჟიმი სამხრეთ აფრიკაში და შემდეგ როგორ მოძებნა საზოგადოებამ ძალა იმისათვის, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა... თუმცა ის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დანაშაულებები არ ამხილა და ზომები არ მიიღო, არ შეესაბამება სინამდვილეს. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, მაღალჩინოსანი მოხვდა ციხეში და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, ბევრი გაქცეულია, ბევრი მწამებელი და უშუალოდ შემსრულებელი საშინელი დავალებებისა, კვლავაც ციხეშია... სტარსბურგმა მიიღო არაერთი გადაწყვეტილება „ნაციონალების“ ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ეს ყველასათვის ცნობილია...

რაც შეეხება კოჰაბიტაციას, მისი მნიშვნელობაც არასწორადაა გაგებული. ამ ტერმინმა დამახინჯებული დატვირთვა შეიძინა და დაუკავშირდა დაუსჯელობას, რაც არასწორია. კოჰაბიტაცია ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც გარკვეული რაოდენობის ადამიანმა დაუჭირა მხარი საქართველოში, მიუხედავად მათი ურთიერთდამოკიდებულებისა და განსხვავებული ინტერესებისა, კეთილი ინებონ და თანაცხოვრება შეძლონ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასასჯელი არ უნდა დაისაჯოს. თუკი მძლავრი რეპრესიული მანქანა არ ამოქმედდა საქართველოში, სწორედ იმ მიზეზით მოხდა, რომ თანაცხოვრება შევძლოთ, მუდმივი დაპირისპირებების რეჟიმიდან გამოვიდეთ და ცხოვრება გავაგრძელოთ, როგორც ცივილიზებულმა სახელმწიფომ.

გლობალური გამოწვევის ფონზე, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ეკონომიკურად ფეხზე დადგომა რომ გაუჭირდება, უდავოა და ამის ნიშნები უკვე გვაქვს. მიუხედავად უამრავი დახმარებისა, გაგვიჭირდება, კრიზისს გავუძლოთ. პრიორიტეტების გადახედვა ხომ არ მოუწეს მთავრობას და პარლამენტს იმისათვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს?

- ძალიან ძნელია, თვითკმარი იყოს პატარა ქვეყანა, მით უფრო ისეთი გლობალური გამოწვევის ფონზე, რის წინაშეც აღმოვჩნდით, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დარტყმა იყოს მინიმალური და თუკი სადმე რესურსი დაგვაკლდება, ამას გავუძლოთ.

ადგილობრივი წარმოება და ტურიზმი რასაკვირველია, პრიორიტეტია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სტარატეგიული მიმართულება საქართველოში, არის სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის შესრულება, რაც თავისი მნიშვნელობით საქართველოსთვის არამხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებს, არამედ მის უსაფრთხოებას და პოლიტიკურ წონას განაპირობებს, მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე. რამდენიმე დღის წინ, უკვე დაიტესტა ახალი მილსადენი, რომელიც გულისმობს კასპიის რეგიონის რესურების გადაადგილებას, საქართველოს გავლით თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით. სატრანზიტრო დერეფანი უკვე არსებული რესურსებით, საგანგებო მნიშვნელობისაა, რაც იყო და დარჩება პრიორიტეტთა შორის. სამწუხაროდ, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, მედია არც კი დაინტერესებულა ამით და თუ ვინმემ საერთოდ ამას ყურადღება მიაქცია, ესენი არიან უნიჭო პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მიაჩნიათ, გზა იმისთვის კეთდება, რომ ვიღაცა ამით რუსული ტანკების შემოსვლას შეუწყობს ხელს. მედიას ამაზე მეტად, პოლიტიკოსთა „გლადიატორული“ დაპირისპირებები აინტერესებს და არც კი უფიქრიათ ჩაიხედონ იმაში, თუ რას წარმოადგენს სატრანზიტო დერეფნისათვის საავტომობილო გზების ესოდენ სწრაფი და მნიშვნელოვანი მოცულობითი განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისა და მსოფლიოსათვის საქართველოზე გამავალი მილსადენები, რა რესურსი გააჩნია ქვეყანას და რა სახის დაპირისპირება არსებობს თუნდაც ევროპასა და რუსეთს შორის, თურქეთსა და რუსეთს შორის, მაშინ, როდესაც საქართველოს ალტერნატიული დერეფნის ფუნქცია საგანგებო მნიშვნელობას იძენს...

ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტი იქნება ასევე სოფლის მეურნეობა, თუმცა ფაქტია, რომ ის უზარმაზარი რესურსი, რაც ხელისუფლებამ 2012 წლიდან ჩადო სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ვერანაირად მიიღებს შედეგს, თუ არ იქნა მოტივაცია ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, მოწყვეტილი იყვნენ მიწას, სოფელს, მეურნეობას, დაკარგეს როგორც ტექნიკური, ასევე თეორიული ცოდნა...

პანდემიის შემდეგ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს მიიღებს და უმასპინძლებს, რადგან ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა სავალუტო რესურსის შემოდინების, თუმცა, ტურისტული ინდუსტრიის ასე სწრაფად ამოქმედება, უსაფრთხოების მიზნით, სავარაუდოდ, ვერ მოხდება. ამ საკითხზე მთავრობამ ჯერ კიდევ უნდა იმსჯელოს.

ახლა კი, თავად განსაჯეთ, არის თუ არა რეალობა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, საავტომობილო, მზის პანელების, ელექტრო-მოწყობილობების ქარხნები, აღორძინებული საკურორტო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული ეკოლოგია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ასობით საწარმო და ფერმერული მეურნეობა, საგზაო და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაზრდილი ხელფასები განათლების სისტემაში და ძალოვან უწყებებში, უფასო სკოლამდელი და სასწავლო დაწესებულებები, უფასო ფაკულტეტები, საზღვარგარეთ სწავლების პროგრამები, ათასგვარი შეღავათები საგადასახადო სისტემაში, ბიზნესის განვითარებისათვის, სოციალური პაკეტები შეჭირვებული ოჯახებისათვის, ომებში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ხალხზე უკეთ მორგებული ჯანდაცვის სისტემა, ღვიძლის კიბოსაგან დახსნილი ათასობით ადამიანი. ამას დავამატოთ სტაბილური პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე მასშტაბური ომებისა და რეგიონში საგანგაშო ვითარების მიუხედავად და მოწინავე პოზიციების მყარად დაკავება კომპეტენტური კვლევებით დადგენილ ყველა რეიტინგში!

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე გეტყვით, მმართველ გუნდს იმასაც საყვედურობენ, რომ გაკეთებული საქმეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას სათანადოდ ვერ ახერხებს. უხეშად რომ ვთვათ, ამბობენ, რომ „ოცნებას“ პიარი არ უვარგა...

- ვერ დაგეთანხმებით, არ არის მართალი. მაგალითად, ახლა, როდესაც ამხელა ამბავი ხდება, რაზეც გესაუბრეთ, როცა თურქეთმა 15-ჯერ შეამცირა რუსეთისაგან ენერგეტიკული რესურსის შესყიდვის მოცულობა, როცა ჩრდილოეთში და მათ შორის, გერმანიაში რუსეთს უარი უთხრეს და პარალელურად, ასეთი მნიშვნელობის პროექტი იწყება საქართველოში, როგორც ალტერნატიულ დერეფანში, ამ დროს, ჟურნალისტი მეკითხება, თინა ბოკუჩავამ რომ მომაყენა შეურაცხყოფა, რა პასუხს გავცემდი ამაზე?! აი, ზუსტად ახლა დავცილდი მათ, რომლებსაც აინტერესებთ, თინას რას ვუპასუხებდი! ჟურნალისტებს, რომლებსაც მედიასაშულებები ჩვენთან უშვებენ, დავალებული აქვთ, რომ როგორმე ერთმანეთზე ალაპარაკონ პოლიტიკოსები, რათა მიეცეთ საშუალება სკანდალური თემების ასაგორებლად. თუკი მე მას პასუხს გავცემ, შემდეგ ის გაიქცევა, ამ პასუხს ოპონენტს მიუტანს და ტრიალებს ასე ერთი და იგივე სამარცხვინო და არაფრისმთქმელი ინფორმაცია. რატომ უნდა ეკითხებოდეს ჟურნალისტი მაგალითად „ნაციონალურ მოძრაობას“ უჩივლებენ თუ არა „ქართულ ოცნებას“ სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო? ამ დროს, როცა ვეკითხები, რომ თქვენ, პირადად რომელი შეზღუდვა გაწუხებთ, რომელმა შელახა თქვენი უფლებები? - ვერაფერს ამბობს, იმიტომ, რომ ის ჩამონათვალიც კი არ წაუკითხავს, არ იცის რა შეზღუდვებზეა ლაპარაკი...

რაც უნდა მაგარი პიარი გვქონდეს, გადახედეთ სოციალურ ქსელს, სააგენტოებს, ტელეგადაცემებს, გახსენით ვისი გვერდიც გინდათ და ნახეთ, რომ ეს ინფორმაციები ჩვენს მედიას არ აინტერესებს. ასე რომ, თუკი ვინმე საყვედურს გვეტყვის, რომ პიარი არ გვივარგა, ეს ყველაფერი გაითვალისწინოს.

საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მედიასაშუალებები ნაკლებად არიან ორიენტირებულნი და ამიტომაც არის დეზინფორმაციისა და ფეიკ-ინფორმაციების ბუმი საქართველოში. ჩვენი მედია ამ „წიკვინა“ სკანდალურ თემებს უფრო ეტანება, ვიდრე გლობალური, რეგიონალური თუ მსოფლიო ვითარების შეფასებას და მათ გავლენას ჩვენს პოლიტიკაზე. ყვითელი გახდა პრესა, სერიოზული მედია, სერიოზული ანალიტიკური გადაცემები, ანალიტიკური სტატიები არის ძალიან ცოტა, იმდენად ცოტა, რომ არასერიოზულობის შემოტევას ვერ ფარავს. ასეთი არასერიოზულობით, სკანდალურობით და დეზინფორმაციული შეტევებით, რასაკვირველია, პირველ ადგილზეა და გამოირჩევა ის მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ ორგანიზაციებთან.

ბატონო გია, შიდა კვლევები თუ არსებობს უკვე, რის მიხედვითაც არჩევნების შედეგების წინასწარი შეფასება შეგიძლიათ?

- კვლევები მუდმივად კეთდება, მოლოდინებიც ყველასთვის ნათელია და სწორედ ეს მოლოდინები განაპირობებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათისა და განწყობის ცვლილებებს. თავიანთი კვლევებითაც კარგად იციან, რას უნდა ველოდოთ და სწორედ ესაა, რომ აფორიაქებთ. სწორედ ამ მიზეზით, არჩევნების ჩატარება არ შედის „ნაცმოძრაობისა“ და მათი კლასტერის ინტერესებში.

 

Katana . და ვინ თქვა, "არა ვართ საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებულიო"?!
პირიქით, იმას სწუხს საზოგადოება, თუ ასე ძალიან ვართ საგარეო ფაქტორზე დამოკიდებული და ვისაც არ დაეზარება, ყველამ თავისი ნება უნდა გვიკარნახოს, მაშინ ჩვენი სუვერენიტეტი რაში მდგომარეობსო?!
(ჰიმნი და დროშა რომ მაშინაც გვქონდა, როცა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გვერქვა, ამას მე ვერ შევახსენებ საქართველოს კომკავშირის ქალაქკომის ყოფილ მდივანს!).
1 თვის უკან
Maverick თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, არ აღდგა მაჟორიტარული სისტემა და მხოლოდ პროპერციული სისტემა (პარტიული კორუფციული გარიგებების და ფულიანი მომავალი "პარტიელების" გაკრეჭის სისტემა) დარჩა, მე ყველას მოვუწოდებ ხმა ნაცბოზბანდას, მათგან ვითომ გამოყოფილ-შეყოფილ-გადაკრასკულ-გადაჭიმულ, მათ სატელიტ "პარტიებს" მივცეთ ხმა სნეული, ფასადშეცვლილი ქოცნების დასასრულებლად!
1 თვის უკან
Maverick თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, არ აღდგა მაჟორიტარული სისტემა და მხოლოდ პროპერციული სისტემა (პარტიული კორუფციული გარიგებების და ფულიანი მომავალი "პარტიელების" გაკრეჭის სისტემა) დარჩა, მე ყველას მოვუწოდებ ხმა მივცეთ ნაცბოზბანდას, მათგან ვითომ გამოყოფილ-შეყოფილ-გადაკრასკულ-გადაჭიმულ, მათ სატელიტ "პარტიებს" სნეული, ფასადშეცვლილი ქოცნების დასასრულებლად!
1 თვის უკან
trampi ჰმმ .... დამოუკიდებლები...

ჰმმ დამოკიდებულები....(და თან როგორი!!!!!!)
ბრმა რასა სჩიოდა და ორთავ თვალებსაო......ზუსტად მაგასააა მოსახლეობა ძალიან რომ გემდურებათ.

თქვენ მათზე მარტო დამოკიდებულები კი არა ხართ, არამედ ისინი ფაქტიურად თქვენი ყოველდღიური უფროსები არიან. დაჟე მათი რაზრეშენიის
გარეშე ელემენტარულსაც კი არავინ არაფერს გაკეთებინებთ.........ჩქარა იმასაც გეტყვიან, სად გზა დაააგოთ და სად ტრუბა შეცვალოთ....
მათი მითითებების გარეშე ნაბიჯსაც კი ვერა დგამთ.....
ეხლა გაიგეეეეე ხალხი რას გემდურიით???......საკუთარ ოჯახში სხვას რატომ აუფროსებთოო?....ფულის გამოოოო?? ცოლიც რომ მოგვთხოვონ.... მერე??
მასე კი არა....... ტრაკში ვართ, ტარაკში....
კითხვა----------- რა განსხვავებაააა ამათ დემოკრატიულ ტრაკსა და იმათ კომუნისტურ ტრაკებს შორის????

.......მაშ რატომღა ეს 30 წელი, რატომ?????????????????
ეეეეეე..... კაცი რომ ამ კითხვებს აჰყვეს......ნერვები დაააწყდება.....გაგიჟდება,... დაააფსტვენს.............
ამიტომ ხელი უნდა ჩაიქნიო,....
..... მაგრამ ეს ოხერი გულიც რომ არ ჩერდება?(დაჟე ხან დროს მიშას ცემაც კი მომენატრება ხოლმე)...
.მთელი ცხოვრება...... აი საქართველო ....... აი დროშის ფრიალი.....აი სამაჩაბლო..... აი აფხაზეთი ..... აი მიტინგებზე ცემა ტყეპა (და კიდევ რამდენი რამ)........ და რატომ?? რატომ?? მარტო დროშის ტარი რომ დაგვრჩენოდა იმიტოოომ??...
მარტო დროშის ტარი ხომ ისედაც ადრე საქართველოსი იყო? მით უმეტეს მაშინ ცოტა დროშის ნაგლეჯი მაინც ეკეტა, ეხლა ისიც ჩამოგვიხსნეს.....


.....იარე ეხლა მთელი დღე მოწამლული....
1 თვის უკან
trampi ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!



ეს ჩათლახი დაგვცინის კიდეც--------------------
თავზე დაგავჯვა და დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთო ....................................................წადი შენი დამოუკიდებელი დედაც..........
1 თვის უკან