მიუნხენის „ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, მსოფლიო ჩემპიონმა მიროსლავ კლოზემ ყოფილ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქი გააფორმა. შედეგად, კლოზე მიუნხენური კლუბის მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის ასისტენტის პოზიციაზე იმუშავებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მიროსლავ კლოზე მუშაობას პირველი ივლისიდან შეუდგება.
„ერთმანეთს კარგად ვიცნობთ ჯერ კიდევ ეროვნული ნაკრებიდან. ვენდობით ერთმანეთს როგორც პირადად, ასევე პროფესიულად“, - განაცხადა ფეხბურთელმა.
გერმანელი ფეხბურთელი ამჟამად მიუნხენის „ბაიერნის“ 17 წლამდე ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელია. კლუბში 2007-2011 წლებში თამაშობდა.