ესპანეთის საფეხბურთო გრანდები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან.
sport24-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ საწვრთნელ ბაზა „სიუდად ესპორტივაზე“, გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი და მისი თანაგუნდელები დამცავი ნიღბებით გამოცხადდნენ და სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
სრულად შეიკრიბა ლა ლიგის კიდევ ერთი გრანდი მადრიდის „რეალი“, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რეგულაციების დაცვის გათვალისწინებით ვარჯიშს შეუდგებიან.
27 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატს 58 ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.
ლა ლიგის განახლების სავარაუდო თარიღად ივნისი სახელდება.