კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლონეთის ჩემპიონატი, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, 29 მაისს განახლდება.
ექსტრაკლასას დარჩენილი ტურების გამართვის გადაწყვეტილება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავეცკისთან და სპორტის მინისტრთან, დანუტო დმოვსკისთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
3-4 მაისს კორონავირუსზე თითოეული გუნდის ფეხბურთელის ტესტირება მოხდა, რის შემდეგაც მოთამაშეებმა ვარჯიში რამდენიმე ჯგუფად დაიწყეს. ერთობლივ წვრთნებს პოლონეთის ჩემპიონატის მონაწილეები ორშაბათიდან შეუდგებიან, 27 მაისს კი, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე, ფეხბურთელებსა და მსაჯებს ვირუსზე ტესტირების გავლა კიდევ ერთხელ მოუწევთ.
26 ტურის შემდეგ 51 ქულით ჩემპიონატს ვაკო გვილიას „ლეგია“ ლიდერობს. გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლა“ მეათე ადგილზეა. „არკა“ კი, სადაც დავით სხირტლაძე თამაშობს, 16-გუნდიან ექსტრაკლასაში მეთხუთემეტე პოზიციას იკავებს.