ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა პაოლო დიბალამ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ფეხბურთელმა Facebook-ზე დაწერა.
„ჩემი სახე ყველაფერზე მეტყველებს: მე COVID-19-სგან საბოლოდ გამოვჯანმრთელდი“- წერს სპორტსმენი, რომელმაც საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა.
29 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაულო დიბალას კორონავირუსზე კვლავ დადებითი პასუხი დაუფიქსირდა. მას ინფექცია 13 მარტს დაუდგინა.