პანდემიის გამო ბელგიის წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატი აღარ დასრულდება.
ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 31 ივლისამდე ნებისმიერი სპორტული ღონისძიების ჩატარება აკრძალა. ჩემპიონატის გამარჯვებულად „ბრიუგე“ გამოცხადდება „გენტი“ კი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია გამოდის, ვერცხლის მედლებს მიიღებს.
ჩაკვეტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინგლისურ ვებგვერდზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც 20 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება „ვესტ ჰემს“ სურს. ლონდონის გუნდის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ჩაკვეტაძეს არგენტინელი მანუელ ლანსინის შემცვლელად განიხილავს. „ვესტ ჰემის“ გარდა, „გენტის“ ქართველი ლეგიონერის დამატება „ტრაბზონს“, „აიაქსს“, „რომასა“ და „ბორდოს“ სურს. ჩაკვეტაძეს ბელგიის ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უსრულდება და მისი სატრანსფერო ფასი ამ ეტაპზე 6 მილიონი ევროა.