იტალიაში, ლაციოს რეგიონის ხელისუფლებამ საფეხბურთო კლუბ რომას ვარჯიშის განახლების ნება დართო. შესაბამისად, რომაული კლუბის ფეხბურთელები ინდივიდუალურ მომზადებას 6 მაისიდან დაიწყებენ.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„მომავალი კვირიდან ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით და დისტანციის ზომების დაცვით ინდივიდუალურ ვარჯიშს დაიწყებენ“, - წერია იტალიური კლუბის Twitter-ზე.