გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი საავადმყოფოში მოხვდა.
კლინიკაში გადაყვანისთანავე მას მიოკარდიუმის ინფარქტი დაუდგინდა, რის გამოც კორონარულ არტერიებში სტენტი ჩაუდგეს. მედიკოსების განმარტებით, ამ ეტაპზე კუმანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში მას სახლშიც გაწერენ, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ზედმეტი დატვირთვისგან თავის შეკავება მოუწევს.
57 წლის კუმანი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. ფეხბურთელობის დროს კი ამპლუით მცველმა სხვადასხვა გუნდებში გამართულ 535 შეხვედრაში 193 გოლი გაიტანა.