კორონავირუსის გამო მაისის ბაშო 2 კვირით გადაიდო

კორონავირუსის გამო მაისის ბაშო 2 კვირით გადაიდო

კორონავირუსის პანდემიის გამო, მაისის ბაშო ორი კვირით გადაიდო. სუმოს ასოციაციამ ეს გადაწყვეტილება იაპონიის პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო.

წინასწარ გაწერილი კალენდრის მიხედვით, წლის მესამე სუპერტურნირი 24 მაისს უნდა დაწყებულიყო, სადაც ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე დასავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირას რანგში გამოვიდოდა.

მარტში გამართულ ჰარუ ბაშოზე, რომელმაც მაყურებლის გარეშე ჩაიარა, ტოჩინოშინმა თხუთმეტიდან მხოლოდ ექვსი ორთაბრძოლა მოიგო და რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა.