მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემებისა და ნიმუშების შესწავლის შემდეგ, 298 რუსი სპორტსმენის მიმართ დაწყებული გამოძიება დასრულებულია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
საგამოძიებო ჯგუფმა დიდი სამუშაო შეასრულა, რომელიც შეეხო ათასობით ნიმუშს, 24 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემს და 28 ორგანიზაციის ასეულობით ათლეტს.
რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალური დირექტორი იური განუსიც არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ფედერაციები ეჭვმიტანილ 298 ათლეტიდან ბევრს დასჯიან და მოსალოდნელია მასობრივი დისკვალიფიკაციების ახალი ტალღა.
საქმეზე დეტალური ინფორმაცია გადაეცა 28 ანტისადოპინგო ორგანიზაციას, მათ შორის 27 საერთაშორისო ფედერაციას და ერთ მნიშვნელოვან საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტს. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამოცხადდება.