ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2020-2021 წლების სეზონი შესაძლოა დეკემბერში დაიწყოს. ამის შესახებ ტელეარხ ESPN-ის ჟურნალისტი ედრიან ვოინაროვსკი წერს.
NBA-მ რეგულარული ჩემპიონატი 12 მარტს შეაჩერა, მას შემდეგ რაც კორონავირუსი „იუტას“ ცენტრს, რუდი გობერს დაუდასტურდა. მოგვიანებით კალათბურთელების ინფიცირების შესახებ კიდევ რამდენიმე კლუბმა გამოაცხადა.
ედრიან ვოინაროვსკის მტკიცებით, NBA-ს კომისარი ადამ სილვერი და ლიგის დირექტორთა საბჭომ მომდევნო სეზონის დაწყების დეკემბრამდე გადატანის შესახებ იმსჯელეს. სავარაუდოდ, მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.